...ქარიშხალი რომ დაიწყო, ის თავის ნავს ისე მართავდა, თითქოს საჭესთან იჯდა. მაგრამ მოვისმინოთ თავად თხრობა, რათა ყოველივე ზედმიწევნით შევიტყოთ. „ხოლო იოსებ შთაიყუანეს ეგჳპტედ და მიიყიდა იგი პეტეფრი, საჭურისმან ფარაოსმან, მზარაულთა მთავარმან, კაცმან ეგჳპტელმან, ჴელთაგან ისმაელიტელთასა, რომელთა შთაიყვანეს იგი მუნ" (), — ამბობს წერილი. რადგან ძმებისგან მისი მყიდველები, თავიანთი ზნე-ჩვეულებებით, ველური და უხეში ხალხი იყვნენ, მათ ფარაონის მზარეულთმთავარს, ეგვიპტელს გადაჰყიდეს; და ამგვარად, მამის ხელში აღზრდილი ვაჟი ბატონიდან ბატონზე გადადიოდა. იმისთვის, რომ ჩვენთვის გაუგებარი არ ყოფილიყო, როგორ იტანდა ის, ჯერ კიდევ ჭაბუკი, ასეთ მძიმე ცხოვრებას შეუჩვეველი, სახლში მამობრივი სიყვარულით აღზრდილი, ამ სასტიკ მონობას, — საღმრთო წერილი დასძენს: „და იყო უფალი იოსების თანა. და იყო კაც მაგებელ, და იყო სახლსა შინა კაცისა მის ეგჳპტელისა წინაშე" (). რას ნიშნავს „იყო უფალი იოსების თანა"? იმას, რომ ზეგარდმო მადლი თან ახლდა და ყველა სიძნელეს მისთვის მსუბუქს ხდიდა. ის განაგებდა ყოველივეს, რაც მას ეხებოდა. მადლმა ვაჭრებიც მშვიდები გახადა და განაწყო, მზარეულთმთავრისთვის მიეყიდათ, რათა ის, ნელ-ნელა ამ გზით წინ...
დაბადებისა 39:1
1. ხოლო იოსებ შთაიყუანეს ეგჳპტედ და მიიყიდა იგი პეტეფრი, საჭურისმან ფარაოსმან, მზარაულთა მთავარმან, კაცმან ეგჳპტელმან, ჴელთაგან ისმაელიტელთასა, რომელთა შთაიყვანეს იგი მუნ.2. და იყო უფალი იოსების თანა. და იყო კაც მაგებელ, და იყო სახლსა შინა კაცისა მის ეგჳპტელისა წინაშე.
დაბადებისა თავი 39