მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 39:17

16. და დაიყენა სამოსელი იგი მის თანა, ვიდრემდე მოვიდა უფალი იგი სახიდ თჳსად. და უთხრა მას მსგავსად სიტყჳსა ამის და ჰრქუა:17. შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე, კიცხევად შენდა, და მრქუა მე: დავწვე შენ თანა.18. ვითარცა ესმა, რამეთუ ღაღად-ვყავ და აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი, დაუტევა სამოსელი თჳსი და ივლტოდა და განვიდა გარე.
დაბადებისა თავი 39
17. შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე, კიცხევად შენდა, და მრქუა მე: დავწვე შენ თანა.
საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის მადლი საპყრობილეში და სათნოების ძალა (39:17-23):

მაგრამ ყურადღება მიაქციე იმას, რომ ასეთი გამარჯვების შემდეგ, ასეთი სიმამაცის შემდეგ, რისთვისაც გვირგვინით შემკობა ეკუთვნოდა, დიდებით უნდა მოხსენიებულიყო, — ის კვლავ, ვითარცა დამნაშავე, ათას უბედურებას განიცდის. ამ ეგვიპტელმა ქალმა, სირცხვილისა და შეურაცხყოფის ვერამტანმა, რომელიც თავად დაიმსახურა, შეუძლებელი საქმის ჩამდენმა, უწინარეს ყოვლისა შინაურები მოიხმო, ჭაბუკი დაადანაშაულა, თავისი უგუნური სურვილი მას მიაწერა და ამგვარად ყველას მოტყუებას ცდილობდა. ასე მოქმედებს ჩვეულებრივ მანკიერება: ყოველთვის სათნოებას მტრობს და თავის დანაშაულებს მას აბრალებს. ასე მოიქცა ეს ქალიც: ჭაბუკს, ვითარცა გარყვნილს, სწამებდა, ხოლო თავს უმანკოების ნიღბით ფარავდა და ამბობდა, სამოსელი სწორედ ამიტომ დატოვაო, ხოლო თავად შეინახაო. ხოლო კაცთმოყვარე ღმერთი თავისი სულგრძელობით ამას იმისთვის უშვებდა, რომ მით უფრო ედიდებინა თავისი მსახური. როცა ქმარი მოვიდა, ეს ყოველივე დიდი ეშმაკობით მოუთხრო და, ჭაბუკის ბრალდებით, ამბობდა: „შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე, კიცხევად შენდა" (). უბედურო და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის