მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 39:23

22. და მისცა მესაპყრობილეთ მთავარმან მან საპყრობილე იგი ჴელთა იოსებისთა და ყოველნი იგი პყრობილნი, რაოდენნი იყვნეს საპყრობილესა შინა, რა ყოველივე, რაჲცა ქმნიან მუნ შინა.23. არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ, რამეთუ ყოველივე იყო ჴელთა შინა იოსებისთა, ამისთჳს რამეთუ უფალი იყო მის თანა. და რაოდენსა-იგი იქმოდა, უფალი წარუმართებდა ჴელთა შინა მისთა.
დაბადებისა თავი 39
23. არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ, რამეთუ ყოველივე იყო ჴელთა შინა იოსებისთა, ამისთჳს რამეთუ უფალი იყო მის თანა. და რაოდენსა-იგი იქმოდა, უფალი წარუმართებდა ჴელთა შინა მისთა.
საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის მადლი საპყრობილეში და სათნოების ძალა (39:17-23):

მაგრამ ყურადღება მიაქციე იმას, რომ ასეთი გამარჯვების შემდეგ, ასეთი სიმამაცის შემდეგ, რისთვისაც გვირგვინით შემკობა ეკუთვნოდა, დიდებით უნდა მოხსენიებულიყო, — ის კვლავ, ვითარცა დამნაშავე, ათას უბედურებას განიცდის. ამ ეგვიპტელმა ქალმა, სირცხვილისა და შეურაცხყოფის ვერამტანმა, რომელიც თავად დაიმსახურა, შეუძლებელი საქმის ჩამდენმა, უწინარეს ყოვლისა შინაურები მოიხმო, ჭაბუკი დაადანაშაულა, თავისი უგუნური სურვილი მას მიაწერა და ამგვარად ყველას მოტყუებას ცდილობდა. ასე მოქმედებს ჩვეულებრივ მანკიერება: ყოველთვის სათნოებას მტრობს და თავის დანაშაულებს მას აბრალებს. ასე მოიქცა ეს ქალიც: ჭაბუკს, ვითარცა გარყვნილს, სწამებდა, ხოლო თავს უმანკოების ნიღბით ფარავდა და ამბობდა, სამოსელი სწორედ ამიტომ დატოვაო, ხოლო თავად შეინახაო. ხოლო კაცთმოყვარე ღმერთი თავისი სულგრძელობით ამას იმისთვის უშვებდა, რომ მით უფრო ედიდებინა თავისი მსახური. როცა ქმარი მოვიდა, ეს ყოველივე დიდი ეშმაკობით მოუთხრო და, ჭაბუკის ბრალდებით, ამბობდა: „შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე, კიცხევად შენდა" (). უბედურო და...

სრულად ნახვა
საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იოსები საპყრობილეში და სიზმართა განმარტება (40:1-15)

დღეს, საყვარელნო, გვსურს შეგატყობინოთ იმის დანარჩენი, რაც გუშინ ვთქვით, და კვლავ იოსების თხრობას შევეხოთ. თქვენ იცით, რომ გუშინ ჩვენს ძალიან ხანგრძლივ საუბარში ვერ წავიწიეთ წინ, არამედ იმაზე შევჩერდით, როგორ ჩააგდეს იოსები, ეგვიპტელის ცილისწამებით, მზარეულთმთავარმა საპყრობილეში. დღეს, საყვარელნო, უნდა გაჩვენოთ, რა შეემთხვა მას საპყრობილეში. საპყრობილეში ჩაგდებულმა და საპყრობილის მეთაურს ჩაბარებულმა იქაც ისეთი დიდი შეწევნა მიიღო ღვთისგან, რომ მთავარმა მეციხოვნემ მთელი საპყრობილის მმართველობა მას ჩააბარა. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ" იოსებისათვის, — ნათქვამია. ხედავ, რომ თავად ჭირთა შორის არანაირი მწუხარების გრძნობა არ ჰქონდა, ხოლო ღვთის განგების სიბრძნემ ყოველივე უსიამოვნო სასიამოვნოდ შეცვალა. როგორც მარგალიტი, ტალახშიც რომ ჩააგდო, თავის მშვენიერებას ავლენს, ისე სათნოებაც, სადაც არ უნდა ჩააგდო, თავის ძალას ამჟღავნებს — მონობაშიც, საპყრობილეშიც, უბედურებაშიც და ბედნიერებაშიც. რადგან საპყრობილეში ჩაგდებულმა საპყრობილის მეთაური თავისკენ მოიზიდა და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის