მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 4:18

17. და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს.18. ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ.19. და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ. სახელი ერთისა - ადა და სახელი მეორისა - სელა.
დაბადებისა თავი 4
18. ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 20. „და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა" (დაბ 4:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. კაინის განკითხვა და მისი შთამომავლობა (4:16-21):

...დნენ. მაგრამ სრული სამართლიანობით შეიძლება ითქვას, რომ ეს ყოველივე მათი ცოდვებისა და იმ დიდებისა დაკარგვის ძეგლებია, რომლითაც სარგებლობდნენ ადამი და ევა, რაიმეს არ საჭიროებდნენ და ყოველივეზე მაღლა იდგნენ. „შვა ენოს, — ნათქვამია, — ღაიდად: და ღაიდად შვა მალელელ: და მალელელ შვა მათუსალა: და მათუსალა შვა ლამექ" (). ხედავ, რა შემოკლებულად წარმოადგინა საგვარტომო ნეტარმა მოსემ — მხოლოდ მამაკაცები ახსენა და არცერთი ქალი არ მოიხსენია. მაგრამ, როგორც კაინზე თქვა, რომ მან იცნა ცოლი თვისი, თუმცა არ გვიჩვენა, საიდან აიყვანა ცოლი, ისევე აქაც კვლავ ამბობს: „და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ, სახელი ერთისა — ადა და სახელი მეორისა — სელა. და შვა, — ამბობს, — ადა იობელ; ესე იყო მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა, საცხოვართმზრდელთა. და სახელი ძმისა მისისა იობალ; ესე იყო გამომაჩინებელ საფსალმონისა და ებნისა" ().

2. ლამექის აღსარება და თვითმხილება (4:22-24)

ყურადღება მიაქციე წერილის ზედმიწევნითობას. მან გადმოგვცა როგორც ლამექის ცოლისგან შობილ ძეთა სახელები, ისე ისიც, რა საქმიანობა ჰქონდათ; კერძოდ, რომ ერთმა მეცხვარეობა აირჩია, ხოლო მეორემ სანთური და ქნარი გამოიგონა. **„ხოლო სელა, — ამბობს, — შვა, მ...

სრულად ნახვა