...მას, არამედ ყველა მომავალ ადამიანსაც ძრწოლასა და შიშს: სახელი „ნაიდი" ებრაული სიტყვაა და „შეძრწუნებას" ნიშნავს. ამრიგად, უფალმა იქ დაასახლა იგი, რათა თავად ადგილის სახელწოდებაში ხედავდა მხილებას, თითქოს სპილენძის სვეტზე ამოტვიფრულს. შემდეგ ნათქვამია: „და იცნა კაინ ცოლი თჳსი, და მუცლად-მღებელმან შვა ენოს" (). უკვე მოკვდავნი გახდნენ რა, ხალხი, ბუნებრივია, ყოველმხრივ ზრუნავდა შვილების შობაზე. მაგრამ შეიძლება ვინმემ იკითხოს: როგორ, როცა წერილი არსად სხვა ქალს არ ახსენებს, კაინს ცოლი ჰყავდა? ნუ გიკვირს ეს, საყვარელო: საღვთო წერილი არსად ზუსტ აღრიცხვას არ აწარმოებს ქალთა შესახებ, არამედ ყოველი ზედმეტობის მოცილებით, მოკლედ ახსენებს მამაკაცებს, და მათაც არა ყველას; და მათ შესახებაც ძალიან მოკლედ მოგვითხრობს, მაგალითად, რომ ამან და ამან შვა ძენი და ასულნი და მოკვდა. ამჟამინდელ შემთხვევაშიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევამ კაინისა და აბელის შემდეგ ქალიშვილი შვა, რომელიც კაინმა ცოლად შეირთო. რადგან ეს თავიდან იყო და კაცთა მოდგმას გამრავლება სჭირდებოდა, ახლო ნათესავთა შორის ქორწინება დაშვებული იყო. ამიტომ წერილი, ჩვენ თავად გვანდობს რა დანარჩენის შევსებას, მხოლოდ ამას ამბობს: **„და იცნა კაინ ცოლი თჳსი, და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქ...
დაბადებისა 4:17
16. და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა.17. და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს.18. ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ.
დაბადებისა თავი 4