მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 4:25

24. რამეთუ შჳდგზის შური ძლებულ არს კაინისაგან, ხოლო ლამექისაგან სამეოცდაათ შვიდგზის.25. ხოლო ადამ იცნა ცოლი თჳსი ევა. და მიდგომილმან შვა ძე და უწოდა სახელი მისი სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ.26. და სით შვა ძე და უწოდა სახელი მისი ენოს. ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა.
დაბადებისა თავი 4
25. ხოლო ადამ იცნა ცოლი თჳსი ევა. და მიდგომილმან შვა ძე და უწოდა სახელი მისი სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ.
საუბარი 20. „და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა" (დაბ 4:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. სითის შობა და ღვთის სახელის მოხმობა (4:25-26):

ხედავ მსაჯულის კაცთმოყვარეობას? ადამიანურ სასამართლოებში, როცა ვინმე ასე მოიქცევა და მაბეზღარებს გაუსწრებს, თავად აღიარებს თავის საქციელს, მაშინ, შესაძლოა, წამებასა და ხანგრძლივ ტანჯვას თავს დააღწევს, თუ, რასაკვირველია, მშვიდ მსაჯულს შეხვდება, მაგრამ უკვე აუცილებლად სასიკვდილო განაჩენს დაექვემდებარება; ხოლო კაცთმოყვარე ღვთისა და სულთა მკურნალის სახიერება გამოუთქმელია და სიუხვით ყოველ სიტყვას აღემატება. თუ ჩვენს მბრალმდებელს, ესე იგი, ეშმაკს, რომელიც იმ დღეს (უკანასკნელი სამსჯავროს) ჩვენ წინააღმდეგ აღდგება, გავუსწრებთ და უკვე ამჟამინდელ ცხოვრებაში, სამსჯავროში შესვლამდე, ჩვენს ცოდვებს აღვიარებთ, სიტყვას დავასწრებთ და თავად გავხდებით ჩვენი მბრალმდებლები, მაშინ უფალს ისეთ წყალობაზე მოვაქცევთ, რომ ის არა მხოლოდ ცოდვებისგან თავისუფალს გაგვხდის, არამედ მართალთა რიცხვშიც შეგვრაცხავს. თუ უკვე ამ ლამექმა, რომელსაც არც რჯული ჰქონდა, რომელიც ასწავლიდა, არც წინასწარმეტყველთა სიტყვა მოესმინა და არც სხვა რაიმე შეგონება, არამედ მხოლოდ (ჩვენს) ბუნებაში ჩადებული სამსჯავროს მოქმედებით, თავისი დანაშაული შეიცნო, გააშკარავა და თავად თავი დაისაჯა, მაშინ...

სრულად ნახვა
საუბარი 21. „ესე წიგნი შესაქმისა კაცთაჲსა" (დაბ 5:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სითის შობა და სახელთა მნიშვნელობა (4:25-26):

...ამიტომ დედაც, ამ ძეს სახელის დარქმევისას, მადლიერებით არქმევს და ბავშვის შობას არა ბუნებასა და საკუთარ მშობიარობის უნარს მიაწერს, არამედ ღვთის ძალას, რომელმაც ბუნება შობისკენ აღძრა, და ამბობს: „და უწოდა სახელი მისი სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ" (). შეხედე, რა ზედმიწევნითობაა სიტყვებში. არ თქვა: მომცა მე ღმერთმა, არამედ — „აღმიდგინა", ესე იგი, აღმიდგინაო. შენიშნე, როგორ ამ გამოთქმით უკვე მაშინ, თუმცა არა ცხადად, აღდგომის საწყისებზე მიუთითებს. ის თითქოს ამბობდა: გარდაცვლილის ნაცვლად აღმიდგინა ესო. თუმცა ის, ამბობს, ძმის ხელით მიწაზე დაეცა და სიკვდილს დაემორჩილა, მაგრამ ღვთის ძალამ დაცემულის ნაცვლად ეს აღადგინა. რადგან აღდგომის დრო ჯერ არ მოსულიყო, ღმერთმა არა დაცემული აღადგინა, არამედ სხვა მის ნაცვლად, ამიტომ ამბობს ევა: „რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ". ნახე ცოლის მადლიერება? ნახე უფლის კაცთმოყვარეობა, რომ სწრაფად მისცა მათ (ადამსა და ევას) ნუგეში? მივბაძოთ ყველანი ევას და ყოველივე ზეგარდმო მადლს მივაწეროთ, რადგან, თუმცა ბუნება მოქმედებს, მაინც არა თავისი ძალით, არამედ შემოქმედის ბრძანებას მორჩილი. და ნურასოდეს ჩივიან ცოლ...

სრულად ნახვა