მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 41:15

14. მიავლინა ფარაო და მოუწოდა იოსებს და გამოიყუანა იგი საპყრობილისა მისგან. დაუკვეცეს მას თმაჲ და შეუცვალეს მას სამოსელი მისი და მოვიდა წინაშე ფარაოჲსა.15. და ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არა ვინ არს, რომელმან-ცა განმიმარტა იგი, ხოლო მე მასმიეს შენთჳს ვითარმედ თქჳან, გესმის რაჲ ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი.16. მიუგო იოსებ და ჰრქუა ფარაოს: თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ, მეფე, მაცხოვარებასა შენსა.
დაბადებისა თავი 41
15. და ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არა ვინ არს, რომელმან-ცა განმიმარტა იგი, ხოლო მე მასმიეს შენთჳს ვითარმედ თქჳან, გესმის რაჲ ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ფარაონის სიზმრები და ღვთის განგება (41:1-38):

...ლიყვნენ ფარაონის მეღვინე და მეპურე, და სიზმრების განმარტებით მისი სიბრძნე შეეცნოთ, რათა ახლა დროულად გახსენებულიყო და ყველასთვის ცნობილი გამხდარიყო. „და ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არა ვინ არს, რომელმან-ცა განმიმარტა იგი, ხოლო მე მასმიეს შენთჳს ვითარმედ თქჳან, გესმის რაჲ ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი" (). აი, როგორ — ფარაონი სირცხვილის გამო პირდაპირ არ ამბობს, რომ ჩემმა ბრძენებმა ვერ ახსნეს სიზმრებიო; არამედ რას ამბობს? „ჩუენებაჲ ვიხილე და არა ვინ არს, რომელმან-ცა განმიმარტა... მე მასმიეს შენთჳს". ყურადღება მიაქციე, რამდენ სიბრძნესა და ღვთისმოსაობას ავლენს იოსები თავის პასუხში ფარაონს. ნუ ფიქრობ, ეუბნება, რომ ჩემით რაიმეს ვამბობ ან ადამიანური სიბრძნით ვხსნი ამას. ზეგარდმო გამოცხადების გარეშე ასეთი ცოდნის მოპოვება შეუძლებელია. ამიტომ იცოდე, რომ ღვთის გარეშე ვერ გიპასუხებ. „თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ, მეფე, მაცხოვარებასა შენსა" (), — ამბობს. ხოლო, რადგან ყოველივეს მეუფე ამას გამოუცხადებს, ნუ ეკითხები ადამიანებს იმაზე, რისი გამოცხადებაც, ამბობს, მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

შეხედე, როგორ ასწავლის იოსები თავისი პასუხით ფარაონს, გაიგოს მისი ბრძენების უძლურებაც და უფლის ყოვლის...

სრულად ნახვა