მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 41:16

15. და ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არა ვინ არს, რომელმან-ცა განმიმარტა იგი, ხოლო მე მასმიეს შენთჳს ვითარმედ თქჳან, გესმის რაჲ ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი.16. მიუგო იოსებ და ჰრქუა ფარაოს: თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ, მეფე, მაცხოვარებასა შენსა.17. ეტყოდა ფარაო იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა მეგონა, ვითარმედ ვდეგ კიდესა მდინარისასა.
დაბადებისა თავი 41
16. მიუგო იოსებ და ჰრქუა ფარაოს: თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ, მეფე, მაცხოვარებასა შენსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ფარაონის სიზმრები და ღვთის განგება (41:1-38):

...ა და ღვთისმოსაობას ავლენს იოსები თავის პასუხში ფარაონს. ნუ ფიქრობ, ეუბნება, რომ ჩემით რაიმეს ვამბობ ან ადამიანური სიბრძნით ვხსნი ამას. ზეგარდმო გამოცხადების გარეშე ასეთი ცოდნის მოპოვება შეუძლებელია. ამიტომ იცოდე, რომ ღვთის გარეშე ვერ გიპასუხებ. „თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ, მეფე, მაცხოვარებასა შენსა" (), — ამბობს. ხოლო, რადგან ყოველივეს მეუფე ამას გამოუცხადებს, ნუ ეკითხები ადამიანებს იმაზე, რისი გამოცხადებაც, ამბობს, მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

შეხედე, როგორ ასწავლის იოსები თავისი პასუხით ფარაონს, გაიგოს მისი ბრძენების უძლურებაც და უფლის ყოვლისშემძლეობაც. ახლა, როცა გაიგე, რომ არა ადამიანური სიბრძნითა და არა საკუთარი მსჯელობით ვხსნი ამას, მითხარი, რა გამოგიცხადა ღმერთმა. ეს რომ მოისმინა, ფარაონი თავის სიზმრებს მოუყვება, პირველსა და მეორეს, და ამბობს: „რეცა ესე უთხარ გამომეტყუელთა და არა ვინ არს, რომელმან-ცა მითხრა მე" (). მაგრამ ჩემგან არ გსმენია, ამბობს იოსები, რომ ადამიანური სიბრძნისთვის ეს შეუცნობია? ამიტომ ბრძენებს ნუ ადანაშაულებ; ისინი ვერასოდეს შეიცნობდნენ იმას, რაც ზეგარდმო გამოცხადებას საჭიროებს. „და ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენება ფარაოჲსი ორი-ვე ერთ არს" (...

სრულად ნახვა