...ტლსა შემდგომსა მისსა და ქადაგებდა წინაშე მისსა ქადაგი და დაადგინა იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა"** (დაბ 41:41–43). რადგან მის თანა ღმერთი იყო, უფალმა ყოველივე ეს წინასწარ მოაწყო და ასეთ სიდიადემდე აიყვანა. „და ჰრქუა ფარაო იოსებს: მე, ფარაო, გეტყჳ შენ: თჳნიერ შენსა არავინ აღყოს ჴელი ქუეყანასა ეგჳპტისასა" (). „და უწოდა ფარაო სახელი იოსებს ფსომთოფანი" (), ამ სახელწოდებით მინდოდა მისი სიბრძნის ხსოვნა საუკუნოდ შეენახა. ეს სახელი ნიშნავს: ფარულის მცოდნე. რადგან ახსნა ის, რაც არავისთვის ცნობილი არ იყო, ამაზე მიუთითებდა ფარაონი, როცა ეს სახელი უწოდა. მისი პატივის ასამაღლებლად, პეტეფრეს ასულიც ცოლად მისცა. მაგრამ, რადგან ამავე სახელს ატარებდა მისი ყოფილი ბატონიც, დამატებულია: პეტეფრესი, „მღდელისა მის მზისქალაქისა" (). შემდეგ, რომ ვიცოდეთ, რა ასაკში აღასრულა ამ საკვირველმა კაცმა ასეთი მოღვაწეობა და ასეთი საზღაურის ღირსი გახდა, წერილი ამბობს: „იოსებ იყო ოცდაათის წლის, რაჟამს წარდგა წინაშე ფარაოჲსა" (). ნუ ვიფიქრებთ, რომ წლების რიცხვი აქ უმიზნოდ არის ნაჩვენები; ეს ჩვენი დარიგებისთვისაა, იმი...
დაბადებისა 41:4
3. და სხუანი შჳდნი ზროხანი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მიერ მდინარით, საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა და ძოვდეს ზროხათავე მათ თანა კეთილსახისათა მდინარისკიდესა მას.4. და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, საძაგელთა, ხილვითა და მჭლეთა ჴორცითა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი ხილვითა და კეთილნი ჴორცითა. და არა ცხად იქმნა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათთა. განიღჳძა ფარაო.5. და მეორე ჩუენებასა იხილვიდა: აჰა ესერა, შჳდნი თავნი ჴუვილისანი აღმოვიდოდეს ძირსა ერთსა ზედა, რჩეულნი და კეთილნი.
დაბადებისა თავი 41