მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 41:54

53. წარჴდეს შჳდნი იგი წელნი ნაყოფიერებისანი, რომელ იყვნეს ქუეყანასა ეგჳპტისასა.54. და იწყეს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოსლვად, ვითარცა-იგი თქუა იოსებ. და იყო სიყმილი ყოველსა ქუეყანასა, და ყოველსა ეგჳპტესა არა იყო პური.55. და შეემშია ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და ღაღად-ყო ყოველმან ერმან პურისათჳს ფარაოს მიმართ. ჰრქუა ფარაო ყოველთა მეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ.
დაბადებისა თავი 41
54. და იწყეს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოსლვად, ვითარცა-იგი თქუა იოსებ. და იყო სიყმილი ყოველსა ქუეყანასა, და ყოველსა ეგჳპტესა არა იყო პური.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7):

...სმინოთ. ნაყოფიერი შვიდი წლის შემდეგ შიმშილობის წლები დადგა, როგორც იოსებმა იწინასწარმეტყველა. მოვლენებმა ყველას აჩვენა ამ კაცის სიბრძნე და ყველას აიძულა მისი დამორჩილება. მან წინასწარ ისე მოაწყო ყოველივე, რომ სასტიკი შიმშილობის დადგომისას ეგვიპტელებს გაჭირვება არ ეგრძნოთ. „და ყოველსა ეგჳპტესა არა იყო პური" (), — ნათქვამია. მაგრამ, როცა სიმწირე გაიზარდა, ხალხმა ფარაონს შეჰღაღადა, რადგან მძიმე გაჭირვებას ვერ იტანდა; შიმშილით იძულებულნი მეფეს მიმართეს. მაგრამ შეხედე მის აღიარებას. „ჰრქუა ფარაო ყოველთა მეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ" (). ის თითქოს ამბობს: რატომ მოხვედით ჩემთან? განა ვერ ხედავთ, რომ მე მხოლოდ სამეფო სამოსს ვატარებ, ხოლო ჩვენი საერთო გადარჩენის მიზეზი ის არის? ნუ მირბიხართ, მას რომ ტოვებთ, არამედ მასთან მიდით, „და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ. განახუნა იოსებ ყოველნი იგი იფქლისა საუნჯენი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა ზედა" (დაბ 41:55–56). და, რადგან შიმშილმა ყველას მოიცვა, „ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ სყიდად იფქლისა იოსებისა, რამეთუ დაიპყრა სიყმილმან ყოველი ქუეყანაჲ" (). შეხედე, როგორ თან...

სრულად ნახვა