მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 41:55

54. და იწყეს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოსლვად, ვითარცა-იგი თქუა იოსებ. და იყო სიყმილი ყოველსა ქუეყანასა, და ყოველსა ეგჳპტესა არა იყო პური.55. და შეემშია ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და ღაღად-ყო ყოველმან ერმან პურისათჳს ფარაოს მიმართ. ჰრქუა ფარაო ყოველთა მეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ.56. და სიყმილი იყო პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განახუნა იოსებ ყოველნი იგი იფქლისა საუნჯენი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა ზედა.
დაბადებისა თავი 41
55. და შეემშია ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და ღაღად-ყო ყოველმან ერმან პურისათჳს ფარაოს მიმართ. ჰრქუა ფარაო ყოველთა მეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7):

..."** (), — ნათქვამია. მაგრამ, როცა სიმწირე გაიზარდა, ხალხმა ფარაონს შეჰღაღადა, რადგან მძიმე გაჭირვებას ვერ იტანდა; შიმშილით იძულებულნი მეფეს მიმართეს. მაგრამ შეხედე მის აღიარებას. „ჰრქუა ფარაო ყოველთა მეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ" (). ის თითქოს ამბობს: რატომ მოხვედით ჩემთან? განა ვერ ხედავთ, რომ მე მხოლოდ სამეფო სამოსს ვატარებ, ხოლო ჩვენი საერთო გადარჩენის მიზეზი ის არის? ნუ მირბიხართ, მას რომ ტოვებთ, არამედ მასთან მიდით, „და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ. განახუნა იოსებ ყოველნი იგი იფქლისა საუნჯენი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა ზედა" (დაბ 41:55–56). და, რადგან შიმშილმა ყველას მოიცვა, „ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ სყიდად იფქლისა იოსებისა, რამეთუ დაიპყრა სიყმილმან ყოველი ქუეყანაჲ" (). შეხედე, როგორ თანდათან იწყება იოსების სიზმრების აღსრულება. როცა შიმშილი გაძლიერდა და ქანაანამდე გავრცელდა, სადაც მისი მამა იაკობი ცხოვრობდა, მან, შეიტყო რა, რომ ეგვიპტეში იფქლი იყიდება, **„ჰრქუა ძეთა თჳსთა: რაჲსა უდებ ხართ. აჰა, მესმა, ვითარმედ არს იფქლი ეგჳპტედ, შთავედით მუნ და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი, რათა ვცხოვნდეთ...

სრულად ნახვა