მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 45:7

6. რამეთუ ესე მეორე-ღა წელი არს სიყმილი ქუეყანასა ზედა და მერმე ხუთნი-ღა წელნი ყოფად არიან, რომელსა არა იყოს ჴნვა, არაც ლეწვა.7. და მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რათა დაშთეს ნეშტი თქუენი ქუეყანასა ზედა გამოზრდად თქუენდა ნეშტად დიდად.8. ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ მე აქა, არამედ ღმერთმან და მყო მე, ვითარცა მამაჲ ფარაოსი, უფალ ყოველსა ზედა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
დაბადებისა თავი 45
7. და მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რათა დაშთეს ნეშტი თქუენი ქუეყანასა ზედა გამოზრდად თქუენდა ნეშტად დიდად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იაკობის ოჯახის დამკვიდრება გესემის მიწაზე (47:2-13):

...აო. და იფქლსა უწყვიდა საწყაულით იოსებ მამასა თჳსსა და ძმათა თჳსთა და ყოველსა სახლსა მამისა თჳსისასა იფქლსა თავად-თავად"** (). ამრიგად, გამართლდა ის, რასაც იოსები ძმებს ეუბნებოდა: „მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რათა დაშთეს ნეშტი თქუენი ქუეყანასა ზედა" () და „ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა" (). „იფქლსა უწყვიდა, — ნათქვამია, — თავად-თავად".

რას ნიშნავს „თავად-თავად"? ნიშნავს — თითოეულისთვის საჭიროებისამებრ. წერილში ჩვეულებისამებრ მთელ ადამიანს ხან სულს უწოდებენ, ხან — სხეულს. და როგორც ზემოთ ითქვა, რომ სამოცდაათხუთმეტი სულით ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: სამოცდაათხუთმეტი „მამაკაცი და დედაკაცი", ასევე აქაც ნათქვამია: „თავად-თავად", ანუ თითოეული ადამიანისთვის. ამგვარად, მაშინ, როცა მთელი ეგვიპტე და ქანაანის მიწა შიმშილით ტანჯვას განიცდიდა, იაკობის სახლი კეთილდღეობდა, თითქოს რაღაც წყაროებიდან მომდინარე სარჩო ჰქონდა. „იფქლი, — ამბობს წერილი, — არა იყო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ფრიად და მოაკლდა ქუეყანა ეგჳპტისა და ქუეყანა ქანანისა სიყმილითა" (...

სრულად ნახვა