...ვის. ამგვარად, მაშინ, როცა მთელი ეგვიპტე და ქანაანის მიწა შიმშილით ტანჯვას განიცდიდა, იაკობის სახლი კეთილდღეობდა, თითქოს რაღაც წყაროებიდან მომდინარე სარჩო ჰქონდა. „იფქლი, — ამბობს წერილი, — არა იყო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ფრიად და მოაკლდა ქუეყანა ეგჳპტისა და ქუეყანა ქანანისა სიყმილითა" ().
4. იოსების სიბრძნე შიმშილის მართვაში (47:14-26)
შენიშნე უფლის გამოუთქმელი განგება. შიმშილის გაძლიერებამდე შეიყვანა მართალი ეგვიპტეში, რათა ქანაანის მიწისთვის მოსალოდნელი უბედურება სრულებითაც არ განეცადა. და, როცა ყველანი იქ მიედინებოდნენ, „შეკრიბა, — ნათქვამია, — იოსებ ყოველი ვეცხლი" ეგვიპტესა და ქანაანში მცხოვრებთაგან და ასე ურიგებდა მათ პურს. „და მოაკლდა" ბოლოს „ვეცხლი, რამეთუ შეიღო ყოველი სახლსა ფარაოსსა". მოვიდნენ „ყოველნი ეგჳპტელნი" და თქვეს: „მეც ჩუენ პური, რაჲსა მოვსწყდებით წინაშე შენსა, რამეთუ მოგუაკლდა ჩვენ ვეცხლი" (). ფული საყიდლად აღარ გვაქვს, ამიტომ შიმშილით ვიღუპებით, ამბობენ. ნუ მიატოვებ ჩვენ, სიკვდილით დამუქრებულთ; მოგვეცი პური, რომ ვცოცხლდეთ და არ მოვკვდეთ. **„ჰრქუა მათ იოსებ: მომეცით მე საცხოვარი თქუენი და გცე პური საცხოვრისა წილ თქ...