...კრიბა, — ნათქვამია, — იოსებ ყოველი ვეცხლი"** ეგვიპტესა და ქანაანში მცხოვრებთაგან და ასე ურიგებდა მათ პურს. „და მოაკლდა" ბოლოს „ვეცხლი, რამეთუ შეიღო ყოველი სახლსა ფარაოსსა". მოვიდნენ „ყოველნი ეგჳპტელნი" და თქვეს: „მეც ჩუენ პური, რაჲსა მოვსწყდებით წინაშე შენსა, რამეთუ მოგუაკლდა ჩვენ ვეცხლი" (). ფული საყიდლად აღარ გვაქვს, ამიტომ შიმშილით ვიღუპებით, ამბობენ. ნუ მიატოვებ ჩვენ, სიკვდილით დამუქრებულთ; მოგვეცი პური, რომ ვცოცხლდეთ და არ მოვკვდეთ. „ჰრქუა მათ იოსებ: მომეცით მე საცხოვარი თქუენი და გცე პური საცხოვრისა წილ თქუენისა" (). თუ ფული აღარ გაქვთ, ამბობს, ფარებს მივიღებ თქვენგან. თუ ვერცხლი ამოგეწურათ, მოიყვანეთ თქვენი შინაური პირუტყვი და პურს მიიღებთ. „მიჰგუარეს მათ საცხოვარი მათი და სცა მათ პური იოსებ საცხოვარისა წილ მათისა, ცხენებისა წილ და ვირებისა, ზროხებისა და ცხოვარისა: და გამოზარდნა იგინი მას წელიწადსა შინა პურითა ყოვლისა წილ საცხოვარისა მათისა. წარჴდა წელიწადი იგი, და მოვიდეს მისა წელიწადსა მას მეორესა და ჰრქუეს: ნუუკუე მოვისრნეთ" (), რადგან არც ვერცხლი გვაქვს, არც საცხოვარი, რაკი ყველაფერი შენთან, ჩვენს...
დაბადებისა 47:14
13. და იფქლი არა იყო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ფრიად და მოაკლდა ქუეყანა ეგჳპტისა და ქუეყანა ქანანისა სიყმილითა.14. და შეკრიბა იოსებ ყოველი ვეცხლი, რაოდენი იპოვა ქუეყანასა ეგჳპტისასა იფქლითა მით, რომელსა ჰყიდდეს და იფქლსა უწყვიდა მათ და შეიღო იოსებ ყოველი ვეცხლი სახლსა ფარაოსსა.15. და მოაკლდა ვეცხლი ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა ქანანისსა, მოვიდეს ყოველნი ეგჳპტელნი იოსებისა და ეტყოდეს: მეც ჩუენ პური, რაჲსა მოვსწყდებით წინაშე შენსა, რამეთუ მოგუაკლდა ჩვენ ვეცხლი.
დაბადებისა თავი 47