...ვა უნდა გაეწიათ მიწის დამუშავებისას, და ეუბნება: თესლს მე მოგაწვდით, დანარჩენი თქვენი მზრუნველობის საგანია, და თუ ნაყოფი გაჩნდება, ერთ ნაწილს მისცემთ, ხოლო ოთხი ნაწილი თქვენ დაგრჩებათ, შრომის საზღაურადაც და საზრდელადაც. „და დადვა იოსებ ბრძანებაჲ... მეხუთე ნაწილი ფარაოს, თჳნიერ ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა" ().
მოისმინონ დღევანდელმა ადამიანებმა, რა უპირატესობებს ანიჭებდნენ ძველად კერპთა მსახურებს, და ისწავლონ თუნდაც ისეთივე პატივი მიაგონ მათ, ვისაც ყოვლისა ღმერთის სამსახური აქვს მინდობილი. თუ ძველნი, შეცდომაში ყოფნისა და კერპთა სამსახურის აღსრულებისას, ფიქრობდნენ, რომ კერპებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ მათი მსახურების ასე დაფასებით, მაშინ რა დაგმობის ღირსნი არიან ისინი, ვინც ახლა ღვთის მსახურებზე არ ზრუნავენ? ნუთუ არ იცით, რომ ეს პატივი ყოველთა უფალს გადადის? მაშ, ნუ უყურებ იმას, ვინც პატივს იღებს. არა მისი გულისთვის უნდა აკეთო ის, რაც შენგან მოეთხოვება, არამედ იმის გულისთვის, ვისაც ემსახურება, რათა მისგან უხვი საზღაური მიიღო. ამიტომაც თქვა უფალმა: ვინც ერთს ამ მცირეთაგანს რამე უყო, ჩემთვის უყო, და „რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაჲ მიიღოს" (...