მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 47:27

26. და დადვა იოსებ ბრძანებაჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა ვიდრე დღეინდელად დღედმდე: მეხუთე ნაწილი ფარაოს, თჳნიერ ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა არა იყო ყოველი ფარაოჲსა.27. ხოლო დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა გესმეს, და დაეშენნეს მას ზედა და აღორძნდეს და განმრავლდეს ფრიად.28. და ცხოვნდა იაკობ ეგჳპტეს ათჩჳდმეტ წელ და იყვნეს დღენი იაკობისნი და წელნი ცხორებისა მისისანი ასორმეოცდაშჳდ წელ.
დაბადებისა თავი 47
27. ხოლო დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა გესმეს, და დაეშენნეს მას ზედა და აღორძნდეს და განმრავლდეს ფრიად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მოთმინება განსაცდელში და ღვთის განგებაზე მინდობა:

...ნდნენ მათი მსახურების მიმართ. რამდენად დიდია განსხვავება შეცდომასა და ჭეშმარიტებას შორის, კერპთა მსახურთა და ღვთის მსახურთა შორის, ისეთივე განსხვავება ვაჩვენოთ თვით პატივისცემაშიც, რათა ზეციდან მით უფრო დიდი საზღაური მივიღოთ. „ხოლო დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა ეგჳპტისასა... და აღორძნდეს და განმრავლდეს ფრიად" (). ასეთი იყო ღვთის აღთქმა იაკობისადმი: „ნათესავად დიდად გყო შენ მუნ". და „ცხოვნდა იაკობ ეგჳპტეს ათჩჳდმეტ წელ და იყვნეს დღენი იაკობისნი და წელნი ცხორებისა მისისანი ასორმეოცდაშჳდ წელ" (). ღმერთმა ამდენი დრო განუსაზღვრა იაკობის სიცოცხლეს, რომ საკმარისი ნუგეშით ეტკბო მთელი სიცოცხლის მანძილზე განცდილი უბედურებისთვის და შემდეგ დაეტოვებინა ეს სოფელი.

მაგრამ, თუ გსურთ, რომ თქვენი მეხსიერება ნათქვამის სიმრავლით არ დავამძიმოთ, დანარჩენი სხვა დროისთვის დავტოვოთ და ჩვენი საუბარი აქ დავასრულოთ. ამასთანავე, საყვარელნო, გთხოვთ, ყურადღებით მოისმინოთ ნათქვამი, მუდმივად შეინახოთ მეხსიერებაში და გამუდმებით გონებაში ატარებდეთ, — მართალთა მოთმინების ღვაწლზე ფიქრით, მათ დიდსულოვნებაზე, ღვთიური აღთქმებისადმი მათ რწმენაზე, როცა აღთქმების შემდეგ მომხდარი არ არყევდა მათ გონებას, არამედ აღმთქმელის ყო...

სრულად ნახვა