მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 47:8

7. შეიყვანა იოსებ მამაჲ თჳსი იაკობ და დაადგინა იგი წინაშე ფარაოჲსა და აკურთხა იაკობ ფარაო.8. და ჰრქუა ფარაო იაკობს: რაოდენ არიან წელნი დღეთა ცხოვრებისა შენისათანი?9. და ჰრქუა იაკობ ფარაოს: დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ ასოცდაათ წელ, მცირე და ბოროტ იყვნეს დღენი წელთა ცხორებისა ჩემისანი, ვერ მიიწინეს დღეთა მათ წელთა ცხორებისა მამათა ჩუენთასა, რაოდენთა დღეთა მწირობდეს.
დაბადებისა თავი 47
8. და ჰრქუა ფარაო იაკობს: რაოდენ არიან წელნი დღეთა ცხოვრებისა შენისათანი?
საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იაკობის ოჯახის დამკვიდრება გესემის მიწაზე (47:2-13):

შენიშნე, რა გონივრულად ურჩევს ძმებს — არა უბრალოდ და არა შემთხვევით შთააგონებს ამას, არამედ სურს მეტ უსაფრთხოებაში ჩააყენოს ისინი და ეგვიპტელებთან არ გაერიონ. რადგან ეგვიპტელებს ეზიზღებოდათ მწყემსურ ცხოვრებას მიმდევარი ადამიანები და სძულდათ ისინი, ხოლო იოსების ძმებს ეგვიპტური განათლება არ ჰქონდათ, ამიტომ იოსები ურჩევს მათ თავიანთი საქმიანობა წინ წამოეწიათ, რომ ამ კეთილშობილური მიზეზით საუკეთესო მიწა გამოეყოთ მათთვის, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებდნენ. ამგვარად, იოსებმა „ძმათაგანი მისთა წარიყუანა ხუთი კაცი და დაადგინნა იგინი წინაშე ფარაოჲსა. და ჰრქუა ფარაო: რაჲ არს საქმე თქუენი? და ჰრქუეს: მწყემს ვართ ცხოვართა... აწ უკუე დავეშენნეთ ქუეყანასა მას გესემისასა. და ჰრქუა ფარაო... უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი, დაადგინენ იგინი მთავრად ჩემთა საცხოვართა" (). როგორც იოსებმა ურჩია, ისე უპასუხეს ძმებმა ფარაოს და ამგვარად გესემის მიწაზე ცხოვრების ნებართვა მიიღეს. ფარაომ კი იოსებისადმი კეთილგანწყობის გამო კიდევ თქვა: „უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი,...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1997 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ ერთგულ შვილებს::

...ა, რომელთანაც თითოეული განვლილი დღე სულ უფრო გვაახლოებს.

ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობას ჰგავს, სადაც ჩვენ მხოლოდ მდგმურის უფლებით ვსარგებლობთ. გავიხსენოთ ერთი ადგილი ბიბლიიდან: ფარაონმა ჰკითხა ძველი აღთქმის პატრიარქს იაკობს, რამდეხი წლის ხარო. იაკობმა მიუგო: „ასოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი“ (). ასე შეეძლო ეპასუხა მხოლოდ არაჩვეულებრივ ადამიანს; ასე აზროვნებს ის, ვინც ღმერთთან ცხოვრობს და მარადიულობის განცდას რეალურად ატარებს.

„მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილნო და განიწმიდეთ გულები, ორგულნო... დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აღგამაღლებთ თქვენ“ (იაკობი 4,8-10), - გვარიგებს მოციქული.

სიმდაბლე, შემუსვრილობა ამპარტავნებისა, უდიდესი სათნოებაა ღვთის წინაშე. ამის საუკეთესო მაგალითი არის მოსე წინასწარმეტყველი. რატომ გამოირჩია იგი უფალმა და შეიყვარა განსაკუთრებით? პირველ რიგში იმიტომ, რომ „იგი იყო ყველაზე მშვიდი და თვინიერი კაცთა შორის“ (რიცხვთა 12,3). ამიტომაც მაეგო მას პატივი ეგვიპტის ტყვეობიდან ებრაელთა ერის გამოხსნისა და სინას მთაზე კაცობრიობის დასამოძღვრად ათი მცნების მიღებისა. ასეთივე სათნო თვისებებით გამოირჩეოდნენ სხვა წმინდანებიც, რომელთა ცხოვრება მისაბაძია ჩვენთვის.

ადამიანი...

სრულად ნახვა