მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 47:9

8. და ჰრქუა ფარაო იაკობს: რაოდენ არიან წელნი დღეთა ცხოვრებისა შენისათანი?9. და ჰრქუა იაკობ ფარაოს: დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ ასოცდაათ წელ, მცირე და ბოროტ იყვნეს დღენი წელთა ცხორებისა ჩემისანი, ვერ მიიწინეს დღეთა მათ წელთა ცხორებისა მამათა ჩუენთასა, რაოდენთა დღეთა მწირობდეს.10. და აკურთხა იაკობ ფარაო და განვიდა მისგან.
დაბადებისა თავი 47
9. და ჰრქუა იაკობ ფარაოს: დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ ასოცდაათ წელ, მცირე და ბოროტ იყვნეს დღენი წელთა ცხორებისა ჩემისანი, ვერ მიიწინეს დღეთა მათ წელთა ცხორებისა მამათა ჩუენთასა, რაოდენთა დღეთა მწირობდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იაკობის ოჯახის დამკვიდრება გესემის მიწაზე (47:2-13):

...იაკობიც შეიყვანა ფარაოსთან. „და ჰრქუა ფარაო იაკობს: რაოდენ არიან წელნი დღეთა ცხოვრებისა შენისათანი?" (). რადგან ფარაო წინ ღრმა სიბერეში მყოფ მოხუცს ხედავდა, წლების რაოდენობას ეკითხება.

„და ჰრქუა იაკობ ფარაოს: დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ" (). აი, როგორ ატარებდნენ ყველა მართალნი ამჟამინდელ ცხოვრებას, როგორც უცხო ქვეყანაში, და ასე განეწყოთ მის მიმართ. მოისმინე, როგორ ამბობდა დავითიც: „მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი" (). ასევე იაკობიც ამბობს: „დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ". ამიტომაც პავლემ ძველი მართალთა შესახებ თქვა, რომ აღიარეს, „რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან იგინი ქუყანასა ზედა" (). „დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, — ამბობს იაკობი, — რომელთა ვმწირობ ასოცდაათ წელ, მცირე და ბოროტ იყვნეს დღენი წელთა ცხორებისა ჩემისანი, ვერ მიიწინეს დღეთა მათ წელთა ცხორებისა მამათა ჩუენთასა" (). დღეები, რომლებიც ვიცოცხლე, მცირეც არის და მძიმეც, ამბობს. აქ მონობის წლებს გუ...

სრულად ნახვა