...ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემესი უფროჲს მაგისა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავალთესლებად. და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შორის იკურთხეოდის ისრაჱლი და გყავნ შვნ ღმერთმან, ვითარცა ეფრემ და ვითარცა მანასე! და დაადგინა ეფრემ წინაშე მანასესა კურთხევასა შინა"** (). აქამდე მივიყვანეთ სიტყვა და, რათა ნათქვამის სიმრავლით თქვენი ხსოვნა არ დაგვემძიმებინა, აქ შევწყვიტეთ შეგონება. მაშ, თუ ნებავთ, დღეს შემდეგი განვიხილოთ. „ჰრქუა, — ნათქვამია წერილში, — ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები და იყოს ღმერთი თქუენ თანა და მიგაქცინეს თქუენ ქუეყანად მამათა თქუენთა! მე მიგცემ შენ სიკიმასა გარეშე ძმათა შენთასა, რომელი დავიპყარ ჴელთაგან ამორეველთასა მახჳლითა ჩემითა და მშჳლდითა". როცა იოსების ძეებს აკურთხებდა და წინასწარ ხედავდა მომავალს, უმრწემესი უფროსს აარჩია, მაშინ, სურდა რა იოსები დაერწმუნებინა, რომ ეს უბრალოდ და ტყუილად კი არ გააკეთა, არამედ მომავლის წინასწარმეტყველებით, წინასწარ უჩვენებს მას საკუთარ აღსასრულსაც და იმასაც, რომ შთამომავალნი უცხო ქვეყნიდან ქანაანში, მამათა მიწაზე, დაბრუნდებიან, და ამით მათ სანუგეშო იმედებს უნარჩუნებს, რათა მოლოდინით გამხნევებულიყვნენ. რადგან მომავალი სიკეთეების იმედი...
დაბადებისა 48:1
1. და შემდგომად სიტყჳსა ამის უთხრეს იოსებს, ვითარმედ მამაჲ შენი შფოთოის. და წარმოიყუანნა ორნი ძენი თჳსნი ეფრემ და მანასე და მოვიდა იაკობისა. უთხრეს იაკობს და ჰრქუეს.2. ვითარმედ იოსებ, ძე შენი მოვალს შენდა. და განძლიერდა ისრაჱლ და აღჯდა ცხედარსა ზედა.
დაბადებისა თავი 48