მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 48:2

1. და შემდგომად სიტყჳსა ამის უთხრეს იოსებს, ვითარმედ მამაჲ შენი შფოთოის. და წარმოიყუანნა ორნი ძენი თჳსნი ეფრემ და მანასე და მოვიდა იაკობისა. უთხრეს იაკობს და ჰრქუეს.2. ვითარმედ იოსებ, ძე შენი მოვალს შენდა. და განძლიერდა ისრაჱლ და აღჯდა ცხედარსა ზედა.3. და ჰრქუა იაკობ იოსებს ღმერთი ჩემი მეჩუენა მე ლუზას, ქუეყანასა ქანანისასა, და მაკურთხა მე.
დაბადებისა თავი 48
2. ვითარმედ იოსებ, ძე შენი მოვალს შენდა. და განძლიერდა ისრაჱლ და აღჯდა ცხედარსა ზედა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. პატრიარქის თავმდაბლობა და წინასწარმეტყველური სული (48:10-20):

...ს იმიტომ იყო, რომ აქ მეუფება წინასწარ იხატებოდა. ამიტომ უკვე თავად კურთხევის მინიჭებისას იაკობი მომავალს წინასწარმეტყველებდა. „და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შორის იკურთხეოდის ისრაჱლი და გყავნ შვნ ღმერთმან, ვითარცა ეფრემ და ვითარცა მანასე! და დაადგინა ეფრემ წინაშე მანასესა კურთხევასა შინა" (). ამგვარად, ორივე სახელოვანი იქნება, ამბობს, ისე, რომ ყველა ილოცებს, მათ დიდებას მიწვდესო, მაგრამ ეფრემი მანასეს წინ იქნება. ხედავ, როგორ მიუთითებდა ღვთის მადლი მომავალზე და როგორ აკურთხებდა წინასწარმეტყველური სულით აღძრული იოსების შვილებს, ამდენი ხნის შემდეგ მომხდარს ისე ჭვრეტდა, თითქოს აწმყო იყოს და ძმებისთვის ხილული? ასეთია წინასწარმეტყველება.

და როგორც ხორციელი თვალები ხილულის გარდა ვერაფერს ჭვრეტენ, ისე რწმენის თვალები არა ხილულს, არამედ მრავალი თაობის შემდეგ მომხდარს ხედავენ. ამას კიდევ უფრო ნათლად დაინახავთ იმ კურთხევებიდან, რომლებსაც იგი საკუთარ შვილებს უბოძებს. მაგრამ, რათა ჩვენი სიტყვა ზედმეტად გრძელი არ გახდეს და თქვენ მეტი შრომა არ გაგიჩნდეთ, აქამდე ნათქვამით დავკმაყოფილდეთ, ხოლო შვილთა კურთხევას მომდევნო საუბარზე გადავდოთ. საყვარელნო, მხოლოდ იმას გარწმუნებთ: ამ მართალს მიბაძეთ და თქვენს შვილებს ისეთივე მემკვიდრეობ...

სრულად ნახვა