მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 49:1

1. და მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა: შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა.2. შემოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა, ისმინეთ ისრაჱლისი, მამისა თქუენისა.
დაბადებისა თავი 49
1. და მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა: შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა.
საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის ანდერძი და რუბენის პირმშოობის დაკარგვა (49:1-4):

წინა საუბარში იაკობის შესახებ საუბრის დასრულება დაგპირდით, მაგრამ, რადგან ჩვენი სიტყვა ზედმეტად გაგრძელდა, დაპირება ბოლომდე ვერ შევასრულეთ. ამიტომ დღეს სურვილი მაქვს, წინა საუბრებიდან დარჩენილი შემოგთავაზოთ, რათა დღეს მაინც, თუ ღმერთი ინებებს, ბოლომდე მივაღწიოთ. მაგრამ ჯერ, საყვარელნო, იმის შეხსენება გვმართებს, სად შევაჩერეთ წინა ჯერზე ჩვენი სიტყვა და რით დავასრულეთ შეგონება. თქვენ, რასაკვირველია, იცით და გახსოვთ, რომ როცა მართალმა, იოსების შვილთა კურთხევის სურვილით, ეფრემი მანასეს აარჩია და მამა ამით დაღონდა, უთხრა მას: „ვიცი, შვილო, ვიცი, ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემესი უფროჲს მაგისა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავალთესლებად. და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შორის იკურთხეოდის ისრაჱლი და გყავნ შვნ ღმერთმან, ვითარცა ეფრემ და ვითარცა მანასე! და დაადგინა ეფრემ წინაშე მანასესა კურთხევასა შინა" (). აქამდე მივიყვანეთ სიტყვა და, რათა ნათქვამის სიმრავლით თქვენი ხსოვნა არ დაგვემძიმებინა, აქ შევწყვიტეთ შეგონება. მაშ, თუ ნებავთ, დღეს...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 108-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. წყევლის სახით ნათქვამი წინასწარმეტყველება:

...რისხანის წესით. და რომ ამას უბრალოდ არ ვაცხადებ, ამას წინასწარმეტყველური სიტყვებიდან ცხადს გაგიხდით. რადგან იაკობმა, როცა სიკვდილი უახლოვდებოდა, ძეებს უთხრა: „შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა“ (); და როცა წინასწარმეტყველებას აპირებდა, შესავალშივე, თითქოს რომელიღაც რისხვით დუღდა, წინასწარმეტყველება წყევლით დაიწყო, ასე თქვა: „რუბენ, პირმშოჲ ჩემი, ძალი ჩემი და დასაბამი შჳლთა ჩემთაჲ, ფიცხელად სჩნდი და ფიცხელად და თავჴედად აღსდუღდი. ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები,“ (), და მის მომავალ დაღუპვას წყევლის წესით წინასწარმეტყველებდა. ასევე, როცა სიკეთეებს ამბობს, ლოცვის წესით გადმოსცემს და ამბობს: „მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა სიმრავლე იფქლისა და ღჳნისაჲ.“ (). თუმცა ესეც წინასწარმეტყველებაა. მაგრამ ცხადია, რომ ეს კაცობრივი ვნებისგან არ არის. რადგან ქა...

სრულად ნახვა