...რგს არ ელოდა? ხომ მას ეს ჯერ არ იცოდა. მაშასადამე, რათა არ შეშფოთებულიყო გონებით, არამედ ამ დიდ მწუხარებაში თუნდაც მცირე ნუგეში ჰქონოდა, ღმერთმა, თანამედროვეთა უღმრთოების უსაზღვრობა და ღრმა მკურნალობის ჟამის დადგომა რომ აჩვენა, ეუბნება: ამ ადამიანებს ყველას დაღუპვა ეწვევა, „იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი" (). რას ნიშნავს — „შენ"? რადგანაც შენ მათი უღმრთოების თანამონაწილე არ იყავი, არამედ მთელი სიცოცხლე სათნოებაში გაატარე, მე შენ გიბრძანებ, რომ აშენო კიდობანი „ძელთაგან ოთხკუთხთა, ულპოლველთა; ბუდენი ჰქმნნე კიდობანსა მას შინა და მოსცხე მას გარეშე და შინაგან ფისითა... სამასისა წყრთისა სიგრძე, ხოლო ორმეოცდაათისა — სიგანე, და ოცდაათისა — სიმაღლე. შეკრიბე თაღოვანად და წყრთისა ზომით დაასრულე ზემოთ; ხოლო კარი კიდობნისა გვერდით გაუკეთე; სამ სართულიანი სახლნი გააკეთე მასში" (). შენიშნე ღვთის შემწყნარებლობა, გამოუთქმელი ძალა და ყოველგვარ სიტყვას აღმატებული სიყვარული. ერთდროულად ის მართლის მიმართ მზრუნველობასაც გამოხატავს, კიდობნის აგებას რომ უბრძანებს და მის ფორმას, სიგანესა და სიმაღლეს აღწერს, — ასევე მას უდიდეს ნუგეშსაც ანიჭებს, თვით კიდობნის აგებით ცხონების იმედს აღუძრავს; და იმ ეს...
დაბადებისა 6:14
13. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა.14. იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა.15. და ესრეთ ჰქმნა კიდობანი, სამასი წყრთა - სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა - სივრცე. და ოცდაათი წყრთა - სიმაღლე მისი.
დაბადებისა თავი 6