...რომლის მოვლინებასაც აპირებდა, და ამბობს: შენ ააშენე ეს კიდობანი, როგორც ვუბრძანე, და მე, როცა აგებას დაასრულებ, შენი ბედის მოწყობაზეც ვიზრუნებ. „ხოლო მე მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე და, რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს" (). შეხედე, როგორ თვით მუქარით აჩვენებს ღმერთი მათი ცოდვების სიდიადეს და ამბობს: ერთსა და იმავე სასჯელს მოვავლენ გონიერ და უსიტყვო ქმნილებებზე. რადგანაც ადამიანებმა თავიანთ მაღალ ღირსებას უღალატეს და უგუნურთა ბოროტებამდე ჩამოვარდნენ, სასჯელშიც არანაირი განსხვავება არ იქნება. „მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე". პირუტყვნიც, ამბობს, და ფრინველნიც, და მხეცნიც, და ოთხფეხნიც, და ყველა ქმნილება, რაც კი ცის ქვეშ არის, დაიღუპება. და, რათა იცოდე, რომ არაფერი დარჩება, ამბობს: „და რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს". ქვეყანას უკვე განწმენდა სჭირდება, მაგრამ ეს შენ ნუ შეგაშფოთებს და ნუ შეაშინებს შენს გულს, რადგან მე, მათი წყლულის განუკურნებლობას რომ ვხედავ, უღმრთოების ნაკადს შევაჩერებ, რათა კიდევ უფრო დიდი სასჯელის თანამდებნი არ გახდნენ. ამიტომ ახლაც,...
დაბადებისა 6:17
16. შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი.17. ხოლო მე მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე და, რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს.18. და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი შენ თანა, ხოლო შეხჳდე კიდობნად შენ და ძენი შენნი და ცოლი შენი. და ცოლნი ძეთა შენთანი, შენ თანა.
დაბადებისა თავი 6