...ნება. არა მათი ცოდვების სიდიდითა თუ იმით ვმსჯელობ, რასაც იმსახურებენ, არამედ მომავალს ვჭვრეტ: მსურს, ამათაც შესაფერისი სასჯელი მივაგო და მომავალნიც ვიხსნა მათი გარყვნილებისგან. მაშ, ნუ დამწუხრდები და ნუ შეძრწუნდები ამის მოსმენით. თუნდაც მათ ცოდვათა თანაზომიერი სასჯელი ეწიოთ, შენთან კი „აღვადგინო აღთქმა ჩემი“ (). რადგანაც ყველა, ვინც აქამდე ცხოვრობდა, უღირსი გახდა და ჩემს მცნებებს მორჩილი არ იყო, „შენთან" აღვდგინებ ჩემს „აღთქუმას". ასევე პირველი ადამიანი, ამდენი კეთილმოქმედების შემდეგ, ცთუნებას დაემორჩილა და მან ჩემი მცნებები დაარღვია; შემდეგ მისი ძეც იმავე ბოროტების უფსკრულში ჩაიძირა, რისთვისაც წყევლითურთ სამუდამო სასჯელი მიიღო. მაგრამ მისმა შთამომავლებმაც ვერ მოინდომეს მისი სასჯელით გონზე მოსვლა, პირიქით, უღმრთოება კიდევ უფრო გაამრავლეს, რის გამოც გვარტომობიდანაც გამოირიცხნენ. შემდეგ, ენოქს რომ ვიპოვე სათნოების კანონის მცველი, როგორც ძალიან სათნო, ცოცხლად აღვიტაცე, სათნოების მოქმედთათვისაც ვაჩვენე, რა ჯილდოს ღირსდებიან, და მის შემდეგ მცხოვრებთაც მისი მიმბაძველნი და მისივე გზის მიმდევარნი მინდოდა გამეხადა. მაგრამ აი, ყველა უღმრთოებისკენ გადაუხვია და ამ სიმრავლეში მხოლოდ შენ გიპოვე, ვინც წინაპრის დანაშაულის შესაბამისი ანაზღაურ...
დაბადებისა 6:18
17. ხოლო მე მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე და, რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს.18. და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი შენ თანა, ხოლო შეხჳდე კიდობნად შენ და ძენი შენნი და ცოლი შენი. და ცოლნი ძეთა შენთანი, შენ თანა.19. და ყოველთაგან ქუეწარმავალთა და ყოველთაგან საცხოვართა და ყოველთაგან მჴეცთა და ყოვლისაგან ჴორცისა; ორ-ორი ყოველთაგან შეიყვანო კიდობნად, რათა ჰზრდიდე თავისა შენისა თანა, მამალი და დედალი იყვნენ.
დაბადებისა თავი 6