...ცისა; ორ-ორი ყოველთაგან შეიყვანო კიდობნად, რათა ჰზრდიდე თავისა შენისა თანა, მამალი და დედალი იყვნენ. ყოველთაგან ფრთოანთა მფრინველთა ცისათა ნათესაობისაებრ და ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა, ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს შენ თანა ზრდად შენ თანა - მამალი და დედალი"** (). ნუ გაუვლი ამას, საყვარელო, უყურადღებოდ: იფიქრე, რა შფოთში მოჰყავდა მართალს აზრი, რომ ყოველივე ამაზე მზრუნველობა მას ეკისრებოდა. ცოლზე, ძეებზე და მათ ცოლებზე მზრუნველობა ცოტა იყო: არა, მას ესოდენ ცხოველისა და მათი საკვების მზრუნველობაც ეკისრებოდა. მაგრამ მოიცადე ცოტა და დაინახავ ღვთის სახიერებას — როგორ ამსუბუქებს მართალზე დაკისრებულ მზრუნველობას. „ხოლო შენ მიიღო თავისა შენისად ყოველთაგან ჭამადთა, რომელთა... სჭამთ და შეჰკრიბო თავისა შენისა თანა და იყოს შენდა და მათდა საზრდელად" (), — ამბობს ღმერთი. ნუ იფიქრებ, ამბობს, თითქოს ჩემი მზრუნველობის გარეშე დარჩები. აი, ვბრძანებ, რომ კიდობანში შეიტანო ყველაფერი, რაც თქვენი საკვებისთვისაც საჭიროა და ცხოველთა საზრდელისთვისაც, რათა არც თქვენ იშიმშილოთ და ნაკლებობა გქონდეთ, და არც ცხოველები დაიღუპონ თავიანთი საკვების უქონლობის გამო. **„და ქ...
დაბადებისა 6:19
18. და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი შენ თანა, ხოლო შეხჳდე კიდობნად შენ და ძენი შენნი და ცოლი შენი. და ცოლნი ძეთა შენთანი, შენ თანა.19. და ყოველთაგან ქუეწარმავალთა და ყოველთაგან საცხოვართა და ყოველთაგან მჴეცთა და ყოვლისაგან ჴორცისა; ორ-ორი ყოველთაგან შეიყვანო კიდობნად, რათა ჰზრდიდე თავისა შენისა თანა, მამალი და დედალი იყვნენ.20. ყოველთაგან ფრთოანთა მფრინველთა ცისათა ნათესაობისაებრ და ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა, ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს შენ თანა ზრდად შენ თანა - მამალი და დედალი.
დაბადებისა თავი 6