მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 7:16

15. და შევიდა კიდობნად ნოეს თანა ორ-ორი ყოვლისაგან ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისაჲ.16. და შემავალი მამალი და დედალი ყოვლისაგან ჴორცისა შევიდა, ვითარცა ამცნო ღმერთმან ნოეს.17. და დაჴშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი, და იქმნა რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა, და განმრავლდა წყალი და აღიღო კიდობანი და აღმაღლდა ზედა ქუეყანისა.
დაბადებისა თავი 7
16. და შემავალი მამალი და დედალი ყოვლისაგან ჴორცისა შევიდა, ვითარცა ამცნო ღმერთმან ნოეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. კაცთმოყვარეობის საშუალებანი და წარღვნის დაწყება (7:7-16):

...მისთანი, და ყოველნი მჴეცნი... ნათესაობით... ვითარცა ამცნო ღმერთმან ნოეს"** (დაბ 7:13-15, 9). როცა, ესე იგი, უფლის ბრძანებით წარღვნა დაიწყო, ნოე კიდობანში შევიდა თავის ძეებთან, ცოლთან და ძეთა ცოლებთან ერთად, მასთან შევიდნენ ყველა ჯიშის მხეცებიც. „და დაჴშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი" ().

4. კიდობნის დახშვა და ნოეს ცხოვრება მასში (7:16)

შენიშნე აქაც სიტყვის მოწყალება. „დაჴშა ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი" — იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, რომ მართალი სრულ უსაფრთხოებაში მოაქცია. „დაჴშა" და თანაც „გარეგნით", ისე, რომ მართალს არ შეეძლო დაღუპვის ხილვა და ამით კიდევ უფრო მძიმე მწუხარება არ ეგრძნო. ისედაც სწუხდა და ღელავდა, როცა გონებით ამ საშინელ წყალდიდობას წარმოიდგენდა და კაცთა მოდგმის დაღუპვას, ყველა ცხოველისა და ადამიანის, საცხოვრებელისა და, ასე ვთქვათ, თვით მიწის განადგურებას ხატავდა გულში. დაღუპულნი ბოროტი ადამიანები იყვნენ, მაგრამ მართალთა სულები, ჩვეულებრივ, ძლიერ მწუხარებას განიცდიან, როცა ადამიანებს უბედურებაში ხედავენ. ამიტომ ნახავ, რომ ყველა მართალი და წინასწარმეტყველი დამნაშავეთა სასარგებლოდ შუამდგომლობდა, მაგალითად, პატრიარქი (აბრაამი) სოდომელთათვის (

სრულად ნახვა