მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 7:17

16. და შემავალი მამალი და დედალი ყოვლისაგან ჴორცისა შევიდა, ვითარცა ამცნო ღმერთმან ნოეს.17. და დაჴშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი, და იქმნა რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა, და განმრავლდა წყალი და აღიღო კიდობანი და აღმაღლდა ზედა ქუეყანისა.18. და დაიპყრო წყალმან და განმრავლდებოდა ფრიად ქუეყანასა ზედა. და ზე მოაქუნდა კიდობანი ზედა კერძო წყლისა.
დაბადებისა თავი 7
17. და დაჴშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი, და იქმნა რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა, და განმრავლდა წყალი და აღიღო კიდობანი და აღმაღლდა ზედა ქუეყანისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ნოეს რწმენა და ადამის ხელმწიფების აღდგენა (7:16-19):

...ენას ამძაფრებს. „იქმნა, — ამბობს, — რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა, და განმრავლდა წყალი, და აღიღო კიდობანი, და აღმაღლდა ზედა ქუეყანისა. და დაიპყრო წყალმან და განმრავლდებოდა ფრიად ქუეყანასა ზედა, და ზე მოაქუნდა კიდობანი ზედა კერძო წყლისა. ხოლო წყალი განძლიერდა ფრიად-ფრიად ქუეყანასა ზედა" ().

6. წყლის აღმატება და ქვეყნიერების განწმენდა (7:19-24)

შეხედე, რა დაწვრილებით გვითხრობს (წერილი) წყლის ძლიერი შემოტევის შესახებ — როგორ იგი დღითიდღე უფრო და უფრო მომატულობდა. „განძლიერდა, — ნათქვამია, — წყალი ფრიად-ფრიად და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა: ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი" (). ბრძნულად მოიქცა კაცთმოყვარე უფალი, რომ კიდობანი დახშა, რათა მართალს არ ეხილა, რაც ხდებოდა. მართლაც, თუ ჩვენ, ამდენი წლისა და ამდენი თაობის შემდეგ, მხოლოდ წერილის თხრობის მოსმენით ვკანკალებთ და გაოცებაში მოვდივართ, მაშინ რას იგრძნობდა მართალი, საკუთარი თვალებით რომ დაენახა ეს საშინელი უფსკრული? როგორ შეეძლო ამ სანახაობის თუნდაც მცირე ხნით ატანა? განა პირველივე შეხედვისთანავე სული არ გაუვიდოდა, ასეთი უბედურებების სანახაობის...

სრულად ნახვა