მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 7:23

22. და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა.23. და აღჴოცა ყოველი აღმდგომი,რომელი იყო პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი,რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა.24. და ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე.
დაბადებისა თავი 7
23. და აღჴოცა ყოველი აღმდგომი,რომელი იყო პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი,რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. წყლის აღმატება და ქვეყნიერების განწმენდა (7:19-24):

...რ შენიშნა წერილმა, რომ ყოველი, ვინც ხმელეთზე იყო, მოკვდა, არამედ იმისთვის, რომ შეიტყო: ყველა დაიღუპა, მხოლოდ მართალი გადარჩა კიდობანში მყოფ ყველასთან ერთად, — რადგან ისინი წინასწარ, ხმელეთი რომ დატოვეს, ღვთის ბრძანებისამებრ კიდობანში შევიდნენ. „და აღჴოცა ყოველი აღმდგომი, რომელი იყო პირსა ყოვლისა ქუეყანისასა" (). შეხედე, როგორ წერილი ერთხელ, ორჯერ და მრავალჯერ გვაცნობებს, რომ საყოველთაო დაღუპვა მოხდა და არცერთი არსება არ გადარჩა, არამედ ყველა წყალში დაიხრჩო — ადამიანებიც და ცხოველებიც. „დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი, რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა. და ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე" (). ამდენ დღეს წყალი კვლავ მატულობდა. აქ კვლავ იფიქრე მართლის განსაკუთრებულ დიდსულოვნებასა და მამაცობაზე. რა არ გადაიტანა, როცა წარმოიდგენდა და, ასე ვთქვათ, გონებით ხედავდა, როგორ ადამიანთა სხეულები და საცხოვართა სხეულები, წმიდა და არაწმიდა, ყველა ერთნაირი სიკვდილით დაიღუპა და ერთად, განურჩევლად, აერია? რა არ გადაიტანა, როცა თავის თავთან მარტოობაზე ფიქრობდა, ამ უდაბურ და სევდიან ცხოვრებაზე, რომელიც არანაირ ნუგეშს არ ჰპირდებოდა — არც საუბრისგან, არც ხილვისგან; როცა, ალბათ, არც კი იცოდა, რამდე...

სრულად ნახვა