...ამ წარღვნასთანაც. უფალი, როგორც შვილთმოყვარე მამა, ყოველივეს ჩვენი მოდგმის მიმართ მზრუნველობით აკეთებს. ხოლო რათა მისი სიყვარულის სიდიადე დღეს ჩვენთვის შეთავაზებულული საკითხავიდანაც შეიცნო, მოვისმინოთ თავად საღვთო წერილის სიტყვები. გუშინ ნეტარმა მოსემ გვამცნო, რომ "ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე" (); აქ შეჩერდა ჩვენი სწავლება; დღეს ის ამბობს: "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი და ყოველთა მჴეცთა, და ყოველთა საცხოვართა, და ყოველთა მფრინველთა და ყოველთა ქუეწარმავალთა, რაოდენნი იყვნეს მის თანა კიდობანსა შინა" ().
3. „მოეხსენა ღმერთსა ნოესი" — ნოეს რწმენა და მოთმინება (8:1-3)
შეხედე აქაც, რა მოწყალებაა საღვთო წერილისა! "მოეჴსენა, — ამბობს, — ღმერთსა". მოდით, საყვარელნო, ეს სიტყვები ღვთისშვენიერად გავიგოთ და არა იმ უხეში აზრით, რომლის მიხედვითაც ჩვენი უძლური ბუნება ჩვეულად ხვდება. ეს გამოთქმა — "მოეჴსენა" — ღვთის გამოუთქმელი არსების მიმართ უღირსია, მაგრამ ჩვენი უძლურების გათვალისწინებით შესაფერისად არის ნახმარი. "მოეჴსენა, — ამბობს, — ღმერთსა ნოესი". ზემოთ წერილმა, როგორც უკვე განვუმარტეთ, საყვარელნო, გვითხრა, რომ ორმოცი დღისა და ამდენივე ღამის განმავლობაში წვიმდა,...