მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 7:3

2. ხოლო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა შეიყუანე შენ თანა შვიდ-შვიდი მამალი და დედალი ხოლო საცხოვართაგან არაწმიდათა ორ-ორი მამალი და დედალი.3. და მფრინველთაგან ცისათა წმიდათაგან შვიდ-შვიდი მამალი და დედალი და მფრინველთაგან არაწმიდათ ორ-ორი მამალი და დედალი დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა.4. რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა.
დაბადებისა თავი 7
3. და მფრინველთაგან ცისათა წმიდათაგან შვიდ-შვიდი მამალი და დედალი და მფრინველთაგან არაწმიდათ ორ-ორი მამალი და დედალი დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. წმიდა და არაწმიდა ცხოველთა განსხვავება (6:19-7:3):

...ნებ „შვიდ-შვიდი" შეიყვანო (). რადგანაც ადრე ბრძანა, ყველა ცხოველისგან უგამორჩევლად თითო წყვილი შეეყვანა, ახლა ამბობს: „წმიდათა შვიდ-შვიდი, არაწმიდათა ორ-ორი, მამალი და დედალი". შემდეგ, ამის მიზეზის საჩვენებლად, დაუმატა: „დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა" (). აქ ადგილობრივია ვიკითხოთ და განვიხილოთ, საიდან შეიტყო მართალმა, რომელი ცხოველი იყო წმიდა და რომელი არაწმიდა? მაშინ ხომ ჯერ არ არსებობდა ის განყოფა, რომელიც მოსემ მოგვიანებით იუდეველთათვის შემოიღო. მაშ, როგორ შეიტყო ნოემ? თავისით, ბუნებაში ჩადებულ მოძღვრებაზე დაყრდნობით; და მისი გონებაც ამაში ერკვეოდა. რა თქმა უნდა, ღვთის ქმნილებებს შორის არცერთი არ არის არაწმიდა. მართლაც, როგორ შეიძლება რომელიმე ქმნილების არაწმიდად მოხსენიება, როცა მათ შესახებ ერთხელ ზეგარდმო განჩინება ითქვა და საღვთო წერილმა თქვა: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად" ()? მაგრამ თავად ბუნებამ (ადამიანურმა) თავისთავად ეს განსხვავება გააკეთა. და, რომ ეს სამართლიანია, იფიქრე, როგორ დღესაც ზოგიერთ ადგილას ზოგნი რაღაცებისგან თავს იკავებენ, როგორც არაწმიდა და აკრძალულისგან, სხვები კი, პირი...

სრულად ნახვა