მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 7:4

3. და მფრინველთაგან ცისათა წმიდათაგან შვიდ-შვიდი მამალი და დედალი და მფრინველთაგან არაწმიდათ ორ-ორი მამალი და დედალი დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა.4. რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა.5. და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო უფალმან ღმერთმან.
დაბადებისა თავი 7
4. რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. წყლის აღმატება და ქვეყნიერების განწმენდა (7:19-24):

...რობდა. ამიტომ ამბობს: „ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა", რათა დარწმუნდე, რომ უფლის განაჩენი სრულად აღსრულდა. მან თქვა: „მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა... და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა", ადამიანიდან საცხოვრამდე, ქვემძრომიდან ცის ფრინველამდე (). მაშასადამე, საღვთო წერილი ამას იმიტომ კი არ გვიყვება, რომ მხოლოდ გვეჩვენებინა, რა სიმაღლეზე ავიდა წყალი, არამედ იმიტომაც, რომ ამასთან ერთად ვიცოდეთ: არცერთი — არც მხეცი, არც საცხოვარი, არც სხვა ცხოველი არ დარჩა, არამედ ყველა მათგანი კაცთა მოდგმასთან ერთად განადგურდა. რადგან ყველა მათგანი ადამიანისთვის იყო შექმნილი, ბუნებრივია, რომ როცა ეს უკანასკნელი უნდა დაღუპულიყო, მასთან ერთად დაღუპვას ისინიც იზიარებდნენ. შემდეგ, წყლის სიმაღლის შესახებ რომ გვაცნობა, ესე იგი, რომ მთების მწვერვალებს ზემოთ თხუთმეტი წყრთით ავიდა, წერილი, თავისი ჩვეული ზედმიწევნითობით, კიდევ ამბობს: „და მოკუდა ყოველი ჴორცი მოკუდავი ქუეყანასა ზედა... და ყოველი კაცი. და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა" (). უმიზეზოდ კი არ შენიშნა წერილმა, რომ ყოველი, ვინც ხმ...

სრულად ნახვა
საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. შვიდი წყვილის მიზეზი და ნინეველთა მაგალითი (7:4):

...აფრის შესახებ მკაფიო ბრძანება მისცა — ფრინველთა, წმიდა და არაწმიდა ცხოველთა და მათი საკვების შესახებ, მართალს ეუბნება: „რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა", კაცითგან პირუტყვამდე (). შენიშნე ამ სიტყვებიდანაც უფლის უსაზღვრო სახიერება, როგორ ასეთი დიდი სულგრძელობის შემდეგ ახლაც შვიდი დღით ადრე წინასწარმეტყველებს, იმდროინდელ ადამიანთა შეშინებითა და სინანულზე მოყვანით გონზე მოსვლის სურვილით. ხოლო იმის დასამტკიცებლად, რომ ის წინასწარმეტყველებს იმისთვის, რათა თავისი სიტყვა აღსრულებამდე არ მიეყვანა, იფიქრე ნინეველთა შესახებ და შეხედე, რა განსხვავებაა ამათსა და იმათ შორის. ესენი (ნოეს თანამედროვენი), ამდენი წლის შემდეგ მოისმინეს, რომ უბედურება უკვე კარებთანაა, და მაინც ცოდვას არ განეშორნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, უზრუნველნი ვართ და არ ვჩქარობთ გამოსწორებას, როცა სასჯელი ჯერ შორიდან გვემუქრება; მაგრამ, როცა უბედურება ახლოა, მაშინ ვიმდაბლებთ და დიდ ცვლილებას ვავლენთ. ასეც მოხდა ნინეველებთან. როცა მოისმინეს, რომ კიდევ „სამნიღა დღენი და ნინევი დაიქცეს" (იონა 3:4), ამ სიტყვებისგან სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნენ; პირ...

სრულად ნახვა