...კიდობანში, როგორც საპყრობილეში, იმყოფებოდა და ახლა, უეცრად სრულ სინათლეზე რომ გამოვიდა, მას არაფერი მსგავსი არ განუცდია. ეს იმიტომ, რომ ღვთის მადლმა, მისი მოთმინების საზღაურად, გააძლიერა მისი სხეულის შეგრძნებები და ხორციელ სისუსტეთა მიუწვდომელი გახადა. "ხოლო მეორესა თთუესა, ოცდაშჳდსა თთჳსასა, განჴმა ქუეყანა" (). უმიზეზოდ არ აჩვენებს საღვთო წერილი ასეთ სიზუსტეს, არამედ იმისთვის, რათა ვიცოდეთ, რომ სრულად აღსრულდა, ერთი დღის სიზუსტითაც კი, ის წელიწადი, რომლის განმავლობაშიც მართლის მოთმინება გამოვლინდა და მთელი დედამიწის განწმენდა სრულად მოხდა. შემდეგ, როცა მთელმა ქმნილებამ თითქოს სიბინძურისგან განიბანა, მთელი ის ბილწება ჩამოიცილა, რომელიც ადამიანთა უღმერთოებამ მასზე წარმოშვა და მისი პირი ნათელი გახდა, მაშინ უკვე ღმერთი ბრძანებს მართალს კიდობნიდან გამოსვლას და ამ საშინელი საპყრობილიდან ათავისუფლებს. "ჰრქუა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან ნოეს: გამოვედ... შენ და... ძენი შენნი და ცოლი შენი და ცოლნი ძეთა შენთანი... და ყოველნი მჴეცნი, რაოდენნი არიან შენ თანა, და ყოველი ჴორცი მფრინველთაგან საცხოვართამდე, და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა, გამოიყუანე თავისა შენისა თანა და აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა" (...
დაბადებისა 8:14
13. და იყო ექუსასსა და ერთსა წელსა ცხორებასა ნოესსა, პირველსა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოაკლდა წყალი ქუეყანისაგან და აღსძარცვა ნოე სართული კიდობნისა, რომელ ქმნა, და იხილა, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.14. ხოლო მეორესა თთუესა, ოცდაშჳდსა თთჳსასა,განჴმა ქუეყანა.15. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს.
დაბადებისა თავი 8