...უფალმან ღმერთმან ნოეს: გამოვედ... შენ და... ძენი შენნი და ცოლი შენი და ცოლნი ძეთა შენთანი... და ყოველნი მჴეცნი, რაოდენნი არიან შენ თანა, და ყოველი ჴორცი მფრინველთაგან საცხოვართამდე, და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა, გამოიყუანე თავისა შენისა თანა და აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა" (). შეხედე ღვთის სახიერებას, როგორ ყოველმხრივ ანუგეშებს მართალს. ვინაიდან უფალმა უბრძანა ნოესა და ძეებს, ცოლსა და ძეთა ცოლებსა და ყველა მხეცს კიდობნიდან გამოსვლა, რათა ამანაც კი დიდი სევდა არ მოჰგვრიყო და არ შეაწუხებდა ფიქრი იმაზე, როგორ იცხოვრებდა ასეთ ვრცელ მიწაზე, როგორც უდაბნოში, მარტო, სხვა ადამიანების გარეშე, ღმერთმა, თქვა რა: "გამოვედ კიდობნიდან და ყოველი გამოიყუანე თავისა შენისა თანა", დაუმატა: "აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა". შეხედე, როგორ იღებს ამ მართალი ისევ იმ კურთხევას, რომელიც ადამმა ურჩობამდე მიიღო. როგორც ის, შექმნისთანავე, მოისმინა: "აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით... და ეუფლენით... ქუეყანასა" (), ისე ეს მართალიც ახლა: "აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა", რადგან, როგორც ადამი იყო წარღვნამდე მცხოვრებთა ყვ...
დაბადებისა 8:15
14. ხოლო მეორესა თთუესა, ოცდაშჳდსა თთჳსასა,განჴმა ქუეყანა.15. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს.16. გამოვედ კიდობნისაგან შენ და ცოლი შენი, და ძენი შენნი და ცოლნი ძეთა შენთანი.
დაბადებისა თავი 8