მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 8:22

21. და იყნოსა უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ. და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე, არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით, არ-ღა შევსძინო უკუე მოსპოლვად მერმე ყოვლისა ჴორცისა ცხოველისა.22. ვითარ-ცა ვჰყავ და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ.
დაბადებისა თავი 8
22. ვითარ-ცა ვჰყავ და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის აღთქმა და ნოეს კურთხევა (9:1-4):

...ს ღვთის ქველმოქმედებისის უწყვეტობასაც; "ყოველთა", — ამბობს, — "დღეთა", ესე იგი ვპირდები, საუკუნოდ აღარ გამოვავლენ ასეთ რისხვას და ასეთ აღრევას არ მოვახდენ წელიწადის დროებისა და სტიქიონების მდგომარეობაში. ამიტომაც დაუმატა: "თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ" (). ეს წესრიგი, ამბობს, შეუცვლელი იქნება, მიწა არასოდეს შეწყვეტს ადამიანის მოდგმისთვის თავისი ნაყოფის მიცემას და მიწათმოქმედების შრომის საზღაურს; და წელიწადის დროები არ აირევა, არამედ სიგრილე და სიცხე, ზაფხული და გაზაფხული თავისი დროის მიხედვით იქნება. რადგან წარღვნის დროს ამ ყოველივე წესრიგის დარღვევა მოხდა, და მართალი კიდობანში ყოველივე ამ დროს ისე გაატარა, თითქოს ერთი (უწყვეტი) ღამე ყოფილიყო, ამიტომ (ღმერთი) ამბობს: ახლა უკვე არც დღე, არც ღამე თავის დინებას არ დატოვებს, არამედ მათი მსახურება შეუცვლელი იქნება საუკუნის აღსასრულამდე. ხედავ ნუგეშს, საკმარისად ძლიერს, რომ გაამხნევოს მართლის სული? ხედავ, რა ჯილდო მიიღო მადლიერებისთვის? მოისმინე შემდეგ სიტყვებშიც, რა გამოუთქმელი სახიერება გამოუჩინა მას ღმერთმა. "და აკურთხნა", — ნათქვამია, — **"ღმერთმან ნოე და ძენი მისნი და ჰრქუა მათ აღორძნდით, და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და...

სრულად ნახვა