რა უჩვეულო მნიშვნელობა აქვს ამ ქველმოქმედებას, რა სიდიადეა კაცთმოყვარეობისა, რა გამოუთქმელი სიუხვეა შეწყნარებისა! "და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე". და ეს გამოთქმა — "შევინანე" — ადამიანისებურად და ჩვენი ბუნებისადმი მისადაგებულად არის ნახმარი. "არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა". ღმერთმა დაწყევლა იგი პირველი ადამიანის გამო, სთქვა რა: "ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ" (), და მერე ასევე კაინის გამოც. და აი, რადგან ახლაც მოავლინა (მიწაზე) ესოდენ საყოველთაო წარწყმედა, მართლის სანუგეშოდ და გასამხნევებლად, — რომ, ანუ, მან არ იფიქროს თავისთვის: რა სარგებლობაა მოცემული (ღვთისგან) კურთხევისა და სიტყვებისა: "აღორძნდით და განმრავლდით", თუ ჩვენ, გამრავლებულნიც, კვლავ უნდა დავიღუპოთ, ხომ ადამსაც უთხრა: "აღორძნდით და განმრავლდით", და მაინც მოავლინა წარღვნა, — რომ, ვამბობ, ნოეს ასე არ ეფიქრა და ამ აზრისგან სულში მუდმივი მღელვარება არ ეგრძნო, უყურე, რა კაცთმოყვარეობას ავლენს უფალი! "არ-ღა შევსძინო", — ამბობს, — "მერმე წყევად ქუეყანისა...
დაბადებისა 9:1
აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა! ()
„მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ აღდგომასა მისსა“ (აღდგომის საგალობელი)
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა! შეიმუსრა ჯოჯოხეთი და განქარდა სიკვდილი!
მაშ, შევიდეთ სახლსა მას სამეუფოსა, განვიცადოთ ზეიმი ზეიმთა და დღესასწაული დღესასწაულთა, - პასექი უფლისა!
„ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“.
ამიერიდან უცხონი აღარა ვართ „არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღმერთის სახლეულნი; მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საფუძველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედი არის თავად იესო ქრისტე“ (ეფ. 1, 19-20), ეკლესია კი სხეულია მისი.
ამ ეკლესიის შესახებ უფალი ჩვენი ბრძანებს, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობას გულისხმობს; ამიტომაც ამბობს წმ....
...ვნ ძმათა მისთაჲ»**. არა უმიზნოდ და არა ამაოდ ახსენა წერილმა (ქამის) შვილი, არამედ რაღაც ფარული მიზეზით. ნოეს სურდა ქამი დაესაჯა მისი დანაშაულისა და შეურაცხყოფისთვის და ამავე დროს არ დაერღვია ღვთის მიერ უკვე მინიჭებული კურთხევა: «აკურთხნა», ნათქვამია, «ღმერთმან ნოე და ძენი მისნი», როცა კიდობნიდან გამოვიდნენ (). ამიტომ, რომ არ ჩანდეს, თითქოს ის ღვთისგან უკვე კურთხევას მიღებულს წყევლიდა, ნოე ამჯერად თავად შეურაცხმყოფელს ტოვებს და წყევლას მის შვილს ადებს. მართალია, იტყვის ვინმე, აქედან ჩანს, რომ ნოემ ქამი ამიტომ არ დაწყევლა, რომ ეს უკანასკნელი ღვთისგან კურთხევას მიღებული იყო; მაგრამ რატომ მამის ცოდვისთვის სასჯელი შვილს ეკისრება? ესეც უმიზეზოდ არ არის. მართლაც, ქამი შვილზე ნაკლებად არ დაისაჯა და ტანჯვა არ განიცადა. თქვენ, რა თქმა უნდა, იცით, როგორ ხშირად არიან მამები მზად, შვილების ნაცვლად ტანჯვა ითმინონ, და მათთვის რამდენად უფრო სატანჯველია შვილთა ტანჯვის ხილვა, ვიდრე თავად ტანჯვა. ამრიგად, ეს (ანუ ქამის ნაცვლად შვილის დასჯა) იმისთვის მოხდა, რათა მამამაც ბუნებრივი სიყვარულის გამო ყველაზე მძიმე მწუხარება განეცადა, ღვთის კურთხევაც ხელშეუხებელი დარჩენილიყო და შვილსაც, რომელიც წყევლის ქვეშ მოექცა, საკუთარი ცოდვებისთვის ეტარებინა სასჯელი, რ...