...ება შეჩერდა და თავის ადგილზე დაბრუნდა, რომელიც მხოლოდ თავად უფალმა იცის, მისმა შემქმნელმა. "და დადგა, — ნათქვამია, — კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა. ხოლო წყალი... შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი" (). შეხედე, როგორ უეცრად მოხდა ცვლილება და რამდენი მოაკლდა წყალს, ისე რომ კიდობანი მთებზე დადგა. ზემოთ წერილი ამბობდა, რომ წყალი მთებზე თხუთმეტი წყრთით ამაღლდა, ახლა კი ამბობს, რომ "დადგა კიდობანი მთათა ზედა არარატისასა", რომ წყალი ამის შემდეგ თანდათანობით მეათე თვემდე იკლებდა, მეათე თვეში კი მთების მწვერვალები უკვე გამოჩნდა. დაფიქრდი ამასთან, რა სიმტკიცე აქვს მართალს, რომ ამდენი თვის განმავლობაში გაუძლო, თითქოს ბნელში გამოკეტილი იყო. "ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა, და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი" (). შეხედე, მართალი ჯერ კიდევ ვერ ბედავს თავად შეხედოს, არამედ ყორანი გამოუშვა, რათა მისი საშუალებით გაეგო, შეიძლებოდა თუ არა რაიმე კეთილი ცვლილების მოლოდინი. "და განსრული ყორანი, — ნათქვამია, — **არა კუალად იქცა ვიდ...
დაბადებისა 8:4
3. და შემცირდებოდა წყალი შემდგომად ასერგასისთა დღეთასა.4. და დადგა კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა.5. ხოლო წყალი მავალი შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი.
დაბადებისა თავი 8