მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 8:5

4. და დადგა კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა.5. ხოლო წყალი მავალი შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი.6. ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა.
დაბადებისა თავი 8
5. ხოლო წყალი მავალი შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. კიდობანი არარატზე, ყორანი და მტრედი (8:4-13):

...). "და ვერ მპოვნელი განსუენებასა ტრედი ფერჴთა მისთასა მოიქცა მისა მიმართ კიდობნად, რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა" (). აქ კითხვა ისმის, რატომ ამბობს წმინდა წერილი, ზემოთ რომ თქვა "გამოჩნდეს თავნი მთათანი" (), ახლა რომ მტრედი, სიმშვიდე ვერ იპოვა და ნოესთან კიდობანში დაბრუნდა, "რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა". ყურადღებით წავიკითხოთ ეს სიტყვები და მიზეზს გავიგებთ. წერილი არ თქვა მხოლოდ: ვერ "მპოვნელი განსუენებასა", არამედ დაამატა: "ფერჴთა მისთასა", რათა გვაჩვენოს, რომ თუმცა წყალი ნაწილობრივ მოაკლდა და მთების მწვერვალები გამოჩნდა, მაგრამ ეს მწვერვალებიც წყალდიდობისგან ჯერ კიდევ ტალახით იყო დაფარული ან თხევადი ლამით სავსე. ამიტომ ვერ შეძლო მტრედმა ვერც სადმე დაჯდომა და ვერც ბუნებრივი საკვები იპოვა და კიდობანში დაბრუნდა, ამით მართალს აცნობებდა, რომ დედამიწაზე ჯერ კიდევ ბევრი წყალი იყო. "და განყო ჴელი, მიიქუა იგი და შეიყუანა იგი თავისა თჳსისა თანა კიდობნად". ხედავ, რა მადლიერია ეს ფრინველი, როგორ ანიშნებდა მართალს თავისი კიდობანში დაბრუნებითა და იქ ყოფნით, რომ კიდევ ცოტა მოეთმინა. ამიტომ, **"მერმე შემდგომ...

სრულად ნახვა