...წვიმა წამოვიდეს, თუნდაც არაჩვეულებრივი ქარიშხალი ატყდეს, თუნდაც ძალიან დიდი წყალდიდობა მოხდეს, მაშინაც ჩვენ არ შეგვეშინდება, არამედ მშვიდად ვიქნებით, მოცემულ სასწაულს რომ შევხედავთ. "და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა: ესე სასწაული აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელსა მე მოვსცემ შორის ჩემსა და შორის თქუენსა" (). შეხედე, რა პატივი ღირს-იქმნა მართალი. როგორც ადამიანი ადამიანთან საუბრობს, ისე ღმერთი მასთან აღთქუმას დებს და ამბობს: "ესე სასწაული აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელსა მე მოვსცემ შორის ჩემსა და შორის თქუენსა და შორის ყოვლისა სულისა ცხოველისა, რომელი არს თქუენ თანა ნათესავად საუკუნოდ". ხედავ, სასწაული, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას ეთქვა, თაობებზე საუკუნოდ ვრცელდება? ღმერთი სასწაულს იძლევა არა მხოლოდ ყველა ცოცხალი არსებისთვის საერთოდ, არამედ სამუდამოდ, საუკუნოდ, სოფლის აღსასრულამდე. რა არის ეს სასწაული? "მშვილდსა ჩემსა, — ამბობს, — დავსდებ ღრუბელთა შინა და იყოს სასწაულად აღთქუმისა შორის ჩემსა და ქუეყანისა" (). ასე ეს არის, სიტყვიერი აღთქმის შემდეგ, ამ სასწაულსაც ვიძლევი (ამბობს ღმერთი), ანუ ცისარტყელას, რომელსაც ზოგიერთი ღრუბლებზე მოხვედრილი მზის სხივებისგან წარმოქმნილად მიიჩნევს. თ...
დაბადებისა 9:12
11. და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი თქუენდა მიმართ და არ-ღა-რა მოჰკუდეთ ყოველი ჴორცი წყლისა მიერ რღუნისა და არ-ღა-რა იყოს მერმე რღუნა წყლისა განხრწნად ყოვლისა ქუეყანისა.12. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა: ესე სასწაული აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელსა მე მოვსცემ შორის ჩემსა და შორის თქუენსა და შორის ყოვლისა სულისა ცხოველისა, რომელი არს თქუენ თანა ნათესავად საუკუნოდ.13. რამეთუ მშვილდსა ჩემსა დავსდებ ღრუბელთა შინა და იყოს სასწაულად აღთქუმისა შორის ჩემსა და ქუეყანისა.
დაბადებისა თავი 9