...ომელიც ყველა ცოცხალ არსებას ეთქვა, თაობებზე საუკუნოდ ვრცელდება? ღმერთი სასწაულს იძლევა არა მხოლოდ ყველა ცოცხალი არსებისთვის საერთოდ, არამედ სამუდამოდ, საუკუნოდ, სოფლის აღსასრულამდე. რა არის ეს სასწაული? "მშვილდსა ჩემსა, — ამბობს, — დავსდებ ღრუბელთა შინა და იყოს სასწაულად აღთქუმისა შორის ჩემსა და ქუეყანისა" (). ასე ეს არის, სიტყვიერი აღთქმის შემდეგ, ამ სასწაულსაც ვიძლევი (ამბობს ღმერთი), ანუ ცისარტყელას, რომელსაც ზოგიერთი ღრუბლებზე მოხვედრილი მზის სხივებისგან წარმოქმნილად მიიჩნევს. თუ, ამბობს, ჩემი სიტყვა არ კმარა, მაშ აი, ვიძლევი იმის ნიშანსაც, რომ ამის შემდეგ ასეთ სასჯელს აღარ მოვავლენ. ამ ნიშანს რომ შეხედავთ, თავისუფალნი იყავით შიშისგან. "და იყოს, — ამბობს, — რაჟამს მოვავლინო ღრუბელი შორის ქუეყანასა, გამოჩნდეს მშჳლდი იგი ღრუბელთა შინა. და მოვიჴსენო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა ცხოველისა ყოვლისა მიმართ ჴორცისა" (დაბ 9:14–15). რას ამბობ, ნეტარო წინასწარმეტყველო? — "მოვიჴსენო, — ამბობს, — აღთქუმაჲ ჩემი", ანუ ჩემი ხელშეკრულება, პირობა, აღთქმა; და ეს იმიტომ კი არა, თითქოს თავად ღმერთს შეხსენება სჭირდებოდეს, არამედ — რათა ჩვენ, ამ მოცემულ სასწაულს რომ შევხედავთ, არავითარი საშიშ...
დაბადებისა 9:13
12. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა: ესე სასწაული აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელსა მე მოვსცემ შორის ჩემსა და შორის თქუენსა და შორის ყოვლისა სულისა ცხოველისა, რომელი არს თქუენ თანა ნათესავად საუკუნოდ.13. რამეთუ მშვილდსა ჩემსა დავსდებ ღრუბელთა შინა და იყოს სასწაულად აღთქუმისა შორის ჩემსა და ქუეყანისა.14. და იყოს, რაჟამს მოვავლინო ღრუბელი შორის ქუეყანასა, გამოჩნდეს მშჳლდი იგი ღრუბელთა შინა.
დაბადებისა თავი 9