მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 9:15

14. და იყოს, რაჟამს მოვავლინო ღრუბელი შორის ქუეყანასა, გამოჩნდეს მშჳლდი იგი ღრუბელთა შინა.15. და მოვიჴსენო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა ცხოველისა ყოვლისა მიმართ ჴორცისა და არ-ღა-რა იყოს წყალი იგი რღუნისა მოსპოლვად ყოველსა ჴორციელსა.16. და იყოს მშვილდი იგი ღრუბელთა შინა და ვიხილო და მოვიჴსენო აღთქუმაჲ საუკუნო შორის ჩემსა. და შორის ყოვლისა ცხოველისა და ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.
დაბადებისა თავი 9
15. და მოვიჴსენო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა ცხოველისა ყოვლისა მიმართ ჴორცისა და არ-ღა-რა იყოს წყალი იგი რღუნისა მოსპოლვად ყოველსა ჴორციელსა.
საუბარი 28. "და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა" (დაბ 9:8-10)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. წინა საუბრის შეჯამება და ღვთის აღთქმა (9:8)

გუშინ წარმოვადგინეთ კურთხევის შესახებ, რომლის ღირსიც ნოე უფლისგან იმისთვის იქმნა, რომ კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ საკურთხეველი აღაშენა, მადლიერების მსხვერპლი შეწირა და ამგვარად ღვთის მიმართ თავისი მადლიერება გამოხატა. ჩვენ ვერ შევძელით უფრო შორს წავსულიყავით, მთელი საკითხავი აგვეხსნა და გვეჩვენებინა ის მოწყალება და მზრუნველობა, რომელიც კაცთმოყვარემ ღმერთმა ამ მართლისადმი გამოიჩინა. რადგანაც ჩვენი სიტყვა ძალიან გრძელი გახდა, ვიჩქარეთ მისი დასრულება, რათა სიმრავლით არ დაგვემძიმებინა თქვენი მეხსიერება და იმით, რისი თქმაც კიდევ შეიძლებოდა, არ დაგვეზიანებინა ის, რაც უკვე ითქვა. ჩვენ ხომ იმის შესახებ არ ვზრუნავთ მხოლოდ, რომ ბევრი ვთქვათ, არამედ იმის შესახებ, რომ იმდენი ვთქვათ, რამდენიც თქვენს მეხსიერებაში შეგიძლიათ შეინარჩუნოთ და ამგვარად აქედან თქვენთვის სარგებლით გახვიდეთ. მართლაც, თუ ჩვენც საჭიროზე მეტს ვიტყვით და თქვენც ჩვენი სიტყვებისგან არავითარ ნაყოფს არ მიიღებთ, რა სარგებელია ამისგან? ამგვარად, იმის ცოდნით, რომ ჩვენ ეს შრომა ქადაგებისა თქვენი სარგებლისთვის ვიკისრეთ და საკმარის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის