მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 9:14

13. რამეთუ მშვილდსა ჩემსა დავსდებ ღრუბელთა შინა და იყოს სასწაულად აღთქუმისა შორის ჩემსა და ქუეყანისა.14. და იყოს, რაჟამს მოვავლინო ღრუბელი შორის ქუეყანასა, გამოჩნდეს მშჳლდი იგი ღრუბელთა შინა.15. და მოვიჴსენო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა ცხოველისა ყოვლისა მიმართ ჴორცისა და არ-ღა-რა იყოს წყალი იგი რღუნისა მოსპოლვად ყოველსა ჴორციელსა.
დაბადებისა თავი 9
14. და იყოს, რაჟამს მოვავლინო ღრუბელი შორის ქუეყანასა, გამოჩნდეს მშჳლდი იგი ღრუბელთა შინა.
საუბარი 28. "და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა" (დაბ 9:8-10)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ცისარტყელა — აღთქმის სასწაული (9:12-14):

მართალია, ეს მან უკვე აღუთქვა კურთხევამდეც, როდესაც, როგორც მოისმინეთ, ბრძანა: "არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა" (); ხალხი, ანუ ბევრ ბოროტებას რომც სჩადიოდეს, მაინც ასეთ სასჯელს არ დავატეხ კაცობრივ მოდგმას. მაგრამ აი, გამოიჩენს რა თავის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას, ისევ იმასვე აღუთქვამს, რათა მართალი მშვიდად იყოს და თავის თავს ასე არ ეუბნებოდეს: ღმერთმა წინათაც კურთხევით აღნიშნა ჩვენი მოდგმა და ნება მისცა გამრავლებულიყო, მაგრამ მაინც ასეთი საყოველთაო მოსპობა მოავლინა. ამგვარად, იმისთვის, რომ მისი გონებიდან ყოველგვარი შეშფოთება ამოეძირკვა და დაერწმუნებინა, რომ ეს მეტად აღარ იქნება, ღმერთი ამბობს: როგორც წარღვნა მოვავლინე კაცთმოყვარეობით, რათა ბოროტება მოვკვეთო და მისი შემდგომი გავრცელება შემეჩერებინა, ისევე ახლაც ჩემი კაცთმოყვარეობით აღვთქვამ, რომ ამის შემდეგ ამას აღარ მოვიმოქმედებ, რათა ამჟამინდელი ცხოვრება ყოველგვარი შიშის გარეშე გაატაროთ. სწორედ ამიტომ ამბობს: "აჰა, მე აღვადგენ აღთქუმასა ჩემსა", ანუ ხელშეკრულებას ვდებ. როგორც ადამიანურ საქმეებში, ვინც რაიმეს აღუთქვამს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის