ხედავ, რა დიდია ღვთის მოწყალება, რა მზრუნველობას იჩენს ჩვენი მოდგმის მიმართ, რა კაცთმოყვარეობას გამოხატავს, — არა იმიტომ, თითქოს ხალხში (სიკეთისკენ) ცვლილებას ხედავდეს, არამედ — რათა ყოველივე ამით თავისი სახიერების უზომო სიდიადის აზრი ჩაგვინერგოს? "და არ-ღა-რა იყოს წყალი იგი რღუნისა მოსპოლვად ყოველსა ჴორციელსა", — ამბობს, — ასეთი წყალდიდობა მეტად აღარ იქნება. რადგანაც ღმერთმა იცის, რომ ადამიანურ ბუნებას ამის ეშინია, შეხედე, რამდენჯერ იმეორებს აღთქმას, თითქოს ასე ამბობდეს: თუ ოდესმე ძლიერ წვიმასაც დაინახავთ, მაშინაც არავითარი უბედურების ნუ შეგეშინდებათ, რადგან "არ-ღა-რა იყოს წყალი იგი რღუნისა მოსპოლვად ყოველსა ჴორციელსა", ასეთი წყალდიდობა აღარ იქნება, ასეთ რისხვას ადამიანური ბუნება მეტად აღარ განიცდის. "და იყოს, — ამბობს, — მშვილდი იგი ღრუბელთა შინა და ვიხილო და მოვიჴსენო აღთქუმაჲ საუკუნო შორის ჩემსა. და შორის ყოვლისა ცხოველისა და ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა" (). შეხედე, რა მდაბალ გამოთქმებს ხმარობს, რათა ხალხს სიმშვიდე და სრული დარწმუნებულობა ჩაუნერგოს. _"და...
დაბადებისა 9:17
16. და იყოს მშვილდი იგი ღრუბელთა შინა და ვიხილო და მოვიჴსენო აღთქუმაჲ საუკუნო შორის ჩემსა. და შორის ყოვლისა ცხოველისა და ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.17. და ჰრქუა უფალმან ნოეს: ესე სასწაული არს აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელი დავდევ შორის ჩემსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.18. ხოლო იყუნეს ძენი ნოესნი გამოსრულ კიდობნისაგან: სემ, ქამ, და იაფეთ, ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი.
დაბადებისა თავი 9