ხედავთ, საყვარელნო, როგორ ჭეშმარიტად ხედავს რწმენის თვალი, როცა სული ღვთისკენ არის მიმართული? ხედავთ, როგორ ვერ შეიძლება ისინი მოტყუვდნენ რაიმე ხილულით, არამედ სწორ მსჯელობას გამოთქვამენ საგანთა შესახებ და არავითარ ცთუნებას არ ექვემდებარებიან? თუმცა, თუ ინებებთ, ისევ ჩვენი სიტყვის საგანს დავუბრუნდეთ და, კიდევ მცირეოდენის წარმოდგენის შემდეგ, დავამთავროთ მოძღვრება, რათა ნათქვამი თქვენს მეხსიერებაში დარჩეს. საღვთო წერილი, ღვთაებრივი სასწაულის შესახებ თხრობას რომ ამთავრებს, კიდევ სურს ჩვენთვის ცნობა მისცეს მართლისა და მისი შვილების შესახებ და ამბობს: "ხოლო იყუნეს ძენი ნოესნი გამოსრულ კიდობნისაგან: სემ, ქამ, და იაფეთ, ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი. ესე სამნი, იყვნეს ძენი ნოესნი, ამათგან განითესნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა" (დაბ 9:18–19). აქ შეიძლება ვიკითხოთ, რისთვის საღვთო წერილმა, ნოეს სამი ძის ხსენების შემდეგ, დაურთო: "ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი"? ნუ იფიქრებთ, გევედრებით, რომ ეს უმიზნოდ არის დამატებული: საღვთო წერილში არაფერია ისეთი, რაც უმიზეზოდ ყოფილიყოს ნათქვამი და დიდ სარგებელს არ შეიცავდეს. მაშ რისთვის არის აღნიშნული და...
დაბადებისა 9:18
17. და ჰრქუა უფალმან ნოეს: ესე სასწაული არს აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელი დავდევ შორის ჩემსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.18. ხოლო იყუნეს ძენი ნოესნი გამოსრულ კიდობნისაგან: სემ, ქამ, და იაფეთ, ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი.19. ესე სამნი, იყვნეს ძენი ნოესნი, ამათგან განითესნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა.
დაბადებისა თავი 9