მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 9:22

21. და სუა ღჳნისაგან და დაითრო და განშიშულდა სახლსა შინა თჳსსა.22. და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან, სიშიშულე მამისა თჳსისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თჳსთა გარე.23. და მიიღეს სემ და იაფეთ სამოსელი და დაიდვეს ორთავე მჴართა მათთა ზედა. და ვიდოდეს ზურგ უკუნქცევით და შიშლოებაჲ მამისა მათისა არა იხილეს.
დაბადებისა თავი 9
22. და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან, სიშიშულე მამისა თჳსისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თჳსთა გარე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ქამის ცოდვა და ძმათა კრძალულება (9:22-23):

...*. შენიშნე, ეს არა სადმე გარეთ შეემთხვა, არამედ თავის სახლში. წმინდა წერილმა სწორედ იმიტომ აღნიშნა, რომ «სახლსა შინა თჳსსა», რათა შემდგომიდან შეცნო, ვის მიერ სიშიშვლე გახდა აშკარა, რამდენად უკეთური იყო ის. «და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან, სიშიშულე მამისა თჳსისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თჳსთა გარე» (). თუ კიდევ სხვა (ადამიანები) ყოფილიყვნენ, ის, ალბათ, მათაც გაუმხელდა მამის სირცხვილს: ასეთი იყო ამ შვილის ბოროტზნიანობა. ამიტომ, რათა იცოდე, რომ ის უკვე ადრიდანვე და სულ ახალგაზრდობიდანვე გახრწნილი იყო სულით, წერილმა არ თქვა უბრალოდ, რომ «იხილა ქამ სიშიშულე მამისა თჳსისა», არამედ როგორ? «და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან». რა მიზეზით, მითხარი, ახსენებს აქ მისი ძის სახელსაც? რათა უწყოდე, რომ იგი შეუკავებელი და აღვირახსნილი კაცი იყო; და სწორედ იმავე განწყობით, რის გამოც ასეთ [მძიმე] მდგომარეობაშიც კი [კიდობანში] არ შეიკავა თავი და შვილის ჩასახვა იკადრა, ახლაც შეურაცხყო თვისი მშობელი. «და გამოსრულმან», ნათქვამია, «მიუთხრა ძმათა თჳსთა». შენიშნე აქ, საყვარელო, რომ ცოდვის დასაწყისი არა ბუნებაშია, არამედ სულის განწყობასა და თავისუფალ ნებაში. აი, ხომ ნოეს ვაჟები ერთი ბუნებისა და ძმები იყვნენ, ერთი მამა ჰყავდათ, ერთი დედ...

სრულად ნახვა