მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 9:24

23. და მიიღეს სემ და იაფეთ სამოსელი და დაიდვეს ორთავე მჴართა მათთა ზედა. და ვიდოდეს ზურგ უკუნქცევით და შიშლოებაჲ მამისა მათისა არა იხილეს.24. და განიფრთხო ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან.25. და თქუა: წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთაჲ.
დაბადებისა თავი 9
24. და განიფრთხო ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან.
საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ძმათა ცოდვების დაფარვის მოვალეობა (9:24):

ამიტომ, გთხოვთ, ნუ გამოვააშკარავებთ ჩვენი მოყვასთა შეცოდებებს, ნუც სხვებისგან, რომ შევიტყობთ, ვეცდებით მათი სიშიშვლის ხილვას, არამედ, ხსენებული კეთილი შვილების მსგავსად, დავფარავთ მას და დაცემულ სულს შეგონებებითა და რჩევებით გამოვასწორებთ, ღვთის კაცთმოყვარეობის სიდიადის, უსაზღვრო სახიერებისა და უზომო მოწყალების შეხსენებით, რათა ღვთისგან იმ (ნოეს ვაჟებზე) მეტი კურთხევა ვიმსახუროთ, მისგან, «რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ» (), და არ სურს «სიკუდილი უშჯულოჲსაჲ,... ვითარ მოქცევაჲ მისი... და ცხოვნებაჲ მისი» (). «და შიშლოებაჲ მამისა მათისა», ნათქვამია, «არა იხილეს». შეხედე, როგორ ასრულებდნენ ისინი ასეთ ძველ დროში, მხოლოდ ბუნებრივი კანონის ხელმძღვანელობით, უკვე იმას, რაც შემდეგ კანონში იქნა დადგენილი კაცობრიობის სასწავლებლად. კანონი ამბობდა: «პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა» (), და კიდევ: «ბოროტის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის