მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 9:26

25. და თქუა: წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთაჲ.26. და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემისი და იყოს ქანან მონა მისსა.27. განავრცენ ღმერთმან იაფეთ და დაემკჳდრენინ საყოფელთა შინა სემისთა. და იქმენინ ქანან მონა მისა.
დაბადებისა თავი 9
26. და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემისი და იყოს ქანან მონა მისსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. ნოეს წინასწარმეტყველური კურთხევანი (9:26-27):

...დან 13:56). მაგრამ, შევიტყვეთ რა, რა სასჯელს დაექვემდებარა მამის სიშიშვლის გამჟღავნებელი, ახლა ისიც უნდა მოვისმინოთ, რა ჯილდოს იმსახურებენ, ვინც მამისადმი ასეთი პატივისცემა და მოწიწება გამოიჩინა. «და თქუა», ნათქვამია, (ნოემ): «კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემისი და იყოს ქანან მონა მისსა» (). ეს, შესაძლოა, იტყვის ვინმე, არ ნიშნავს სემის კურთხევას. პირიქით, აქ ნოემ ყველაზე მაღალი კურთხევა გადასცა. მართლაც, როცა ღმერთი ადამიანებისგან იდიდება და იკურთხება, ჩვეულებრივ, უხვ კურთხევას უწყალობებს მათ, ვისი გამოც თავად იკურთხება. ამიტომ ნოემ, ღმერთს რომ აკურთხა, თითქოს უფრო დიდ კურთხევაზე ავალდებულა და სემს უფრო დიდი საზღაური მოუპოვა, ვიდრე რომ თავად აკურთხოს. როგორც იმ შემთხვევაში, როცა ღმერთი ჩვენი გამო იკურთხება, ის დიდი კურთხევით გვაღირსებს, ასევე, პირიქით, როცა სხვები ჩვენი გამო ჰგმობენ მას, ჩვენ მით უფრო მძიმე განკითხვას ვექვემდებარებით, რადგან ამის საბაბი ჩვენ მივეცით. ვეცადოთ, გთხოვთ, ისე ვიცხოვროთ და ისეთი წინსვლა გამოვიჩინოთ სათნოებაში, რომ ჩვენზე მხილველთ უფალი ღმერთის კურთხევის სიმღერები აღავლინონ. ის, სახიერი და კაცთმოყვარე, ჩვენი მეშვეობით დიდებას ისურვებს, არა იმიტომ, რომ ამისგან რაიმე საკუთარი დიდების ნაზა...

სრულად ნახვა