მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 1:6

5. რამეთუ ოდეს-სადა ვის ჰრქუა ანგელოზთაგანსა: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ? და მერმე იტყჳს: მე ვიყო მისა მამა, და იგი იყოს ჩემდა ძე.6. და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშოჲ იგი სოფლად, იტყჳს: და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი.7. ხოლო ანგელოზთათჳს იტყჳს: რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.
ებრაელთა მიმართ თავი 1
6. და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშოჲ იგი სოფლად, იტყჳს: და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი.
ებრაელთა მიმართ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშოჲ იგი სოფლად (1,6).:

თარგმანი: უფალი ჩუნი იესუ ქრისტე ჴორციელად მოსლვასა მისსა გამოსლვად უწესს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "გამოვიდა მთესვარი თესვად", და კუალად იტყჳს: "მე მამისაგან გამოვედ და მოვედ". ხოლო პავლე შემოსლვად სახელ-სდებს და იტყჳს: "ოდეს შემოჰყავს პირმშოჲ სოფლად", რამეთუ შემოსლვად განჴორციელებასა მისსა იტყჳს. ესე იგი არს, რაჟამს მისცეს ჴელთა მისთა ყოველი სოფელი, რამეთუ მაშინ მოიგო ყოველი სოფელი. ხოლო ამათ სიტყუათა ყოველთა, არა ღმრთეებისათჳს, არამედ კაცობრივისა ბუნებისათჳს იტყჳს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის