მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 1:7

6. და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშოჲ იგი სოფლად, იტყჳს: და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი.7. ხოლო ანგელოზთათჳს იტყჳს: რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.8. ხოლო ძისათჳს იტყჳს: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე; კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ.
ებრაელთა მიმართ თავი 1
7. ხოლო ანგელოზთათჳს იტყჳს: რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ძის თანასწორი პატივი ძველ აღთქმაში:

...რადგან სადაც საყდარია, იქ მეფობის სიმბოლოა; და სადაც ერთი საყდარია, იქ იმავე მეფობის თანასწორი პატივია. ამიტომაც პავლე ამბობდა: „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა. ხოლო ძისათჳს იტყჳს: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე“ ().

ასევე დანიელიც ხედავს: ერთი მხრივ, მთელ ქმნილებას, ანგელოზებსა და მთავარანგელოზებს, რომლებიც დგანან, მეორე მხრივ კი - კაცის ძეს, რომელიც ღრუბლებზე მოდის და ძველ დღეთამდე აღწევს. და თუ ასე თქმა ვინმეს საცდურად ექცევა, მოისმინონ, რომ იგი მარჯვენით ზის, და ამ საცდურისგან გათავისუფლდნენ. რადგან როგორც ჩვენ არ ვამბობთ, რომ იგი მამაზე დიდია იმიტომ, რომ მარჯვენით ყველაზე პატივდებულ საყდარზე ზის, ასევე შენც ნუ იტყვი, რომ იგი ნაკლებია და უფრო დაბალი, არამედ თქვი, რომ თანასწორი პატივი აქვს და თანასწორია. სწორედ ამას ცხადყოფს საყდრის თანაზიარება. „ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“ (

სრულად ნახვა