თარგმანი: საქმედ უწესს მის საუკუნოჲსა ცხორებასა, ხოლო ხატად საქმეთა — მოქალაქობასა ამას სახარებისასა და აჩრდილად საქმეთა ხატისა — ძუელსა მას რჩულსა, რამეთუ ხატი გამოცხადებულად-რე გამოაჩინებს სახესა მას პირმშოსა, ხოლო აჩრდილი ხატისაჲ — უბნელესად-რე. და ამისთჳს აჩრდილსა ხატისასა ამსგავსა უძლურებაჲ ძუელისა რჩულისაჲ, რამეთუ მრავალთა მსხუერპლთა აღასრულებდა წლითი-წლად, და სრულ-ყოფად კაცთა ვერ ეძლო.
1. რამეთუ აჩრდილი აქუნდა შჯულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ, არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ მათ წლითი წლად მსხუერპლთა მათ, რომელთა შესწირვედ სამარადისოდ, ვერსადა შემძლებელ იყვნეს იგინი შემწირველთა მათ განსრულებად.2. უკუეთუმცა [არა], არასადა დასცხრეს შეწირვისაგან, ვინაჲთგან არცა ერთიღა-მცა რაჲ იჭჳ აქუნდა ცოდვათაჲ შემწირველთა მათ ერთ-გზის განწმედილთა,
ებრაელთა მიმართ თავი 10