📋 სარჩევი
პავლესი: რამეთუ აჩრდილი აქუნდა რჩულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ, არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ (10,1).
თარგმანი: საქმედ უწესს მის საუკუნოჲსა ცხორებასა, ხოლო ხატად საქმეთა — მოქალაქობასა ამას სახარებისასა და აჩრდილად საქმეთა ხატისა — ძუელსა მას რჩულსა, რამეთუ ხატი გამოცხადებულად-რე გამოაჩინებს სახესა მას პირმშოსა, ხოლო აჩრდილი ხატისაჲ — უბნელესად-რე. და ამისთჳს აჩრდილსა ხატისასა ამსგავსა უძლურებაჲ ძუელისა რჩულისაჲ, რამეთუ მრავალთა მსხუერპლთა აღასრულებდა წლითი-წლად, და სრულ-ყოფად კაცთა ვერ ეძლო.
პავლესი: გუაქუს კადნიერებაჲ შესლვად სიწმიდეთა მათ (10,19).
თარგმანი: გუაქუს კადნიერებაჲ ნათლის-ღებისა მიერ და ქრისტეს სისხლისა, შესლვად ცათა შინა და კეთილთა მათ სულიერთა.
პავლესი: რომელ-იგი განგჳახლა ჩუენ გზაჲ ახალი და ცხოველი (10,20).
თარგმანი: განგჳახლა, ესე იგი არს, ვითარმედ შეგჳმზადა, რომელი თჳთ წარვლო, ხოლო "გზად ახლად" იტყჳს გულსავსებასა ამას ჩუენისა სასოებისასა, და "ცხოველად" —რამეთუ სამარადისოჲ არს იგი. და კრეტსაბმელად — ჴორთა უწესს ქრისტესთა (10,20), რამეთუ, რაჟამს ამაღლდა ზეცად, მაშინ გამოჩნდეს კეთილნი ზეცისანი.
პავლესი: რომლმან ძჱ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყოს (10,29).
თარგმანი: ძესა ღმრთისასა იგი შეურაცხ-ჰყოფს, რომელსა აქუნდენ საიდუმლონი მისნი და იქმოდისცოდვასა, რამეთუ ვართ ჩუენ გუამ ქრისტესა. რაჟამს გუამი ქრისტესი მივსცეთ ეშმაკსა, მაშინ შეურაცხ-ვჰყოფთ მას.
პავლესი: და სული მადლისაჲ აგინა (10,29).
თარგმანი: რომელი ქველის-მოქმედებასა არა შეიწყნარებდეს ღმრთისასა ღირსებით, იგი ქველის-მოქმედსა მას აგინებს. ვისმინოთ ჩუენ, რომელნი უღირსად საიდუმლოთა ქრისტესთა ვეზიარებით.